ახალი ამბები

გუნავა: ხელისუფლება ზუგდიდში არჩევნებს აგებს და ყველაფერს აკეთებენ ამის საწინააღმდეგოდ

11 ივნისი, 2014 • • 1102
გუნავა: ხელისუფლება ზუგდიდში არჩევნებს აგებს და ყველაფერს აკეთებენ ამის საწინააღმდეგოდ

გუნავას მოსაზრებით, ხელისუფლებამ იცის, რომ სამეგრელოში არჩევნებს აგებს და გაჭირვებულ ოჯახებს იყენებს მდგომარეობის გამოსასწორებლად:


“პოლიციას ჰყავს გაჩერებული მოქალაქეები. ცინდელიანის და ქარდავას ოჯახიც არის, როგორც მეუბნებიან. ეს იმის მანიშნებელია, რომ გაჭირვებულ ოჯახებს იყენებენ პოლიტიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, იციან, რომ არჩევნები წაგებული აქვთ და ყველაფერს აკეთებენ. მე არაფერ შუაში ვარ, მაგრამ ამ ოჯახებთან შეხვედრის პრობლემაც არ მაქვს, ნებისმიერ დროს შევხვდები, მაგრამ ახლა რაც აქ არის, ამ აგრესიის ფონზე შეხვედრას აზრი არ აქვს. ჩემს სახელს არც გამოძიება ახსენებს, არც პროკურატურა და ასე ცდილობენ წაგება თავიდან აიცილონ.”

 

შსს-ს ცნობით, მათ გახსნეს 2008 წელს ჩადენილი დანაშაული, რომელიც ეხება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის დეპარტამენტის ოფიცრის პაატა ქარდავას მკვლელობას. აღნიშნულ საქმეზე ბრალი რომან შამათავას დაუმძიმდა.

 

მათივე ინფორმაციით, სატყეო დეპარტამენტის მეტყევე-რეინჯერი დათო ცინდელიანი კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აფხაზეთის მთავარი სამმართველოს მაშინდელმა უფროსმა რომან შამათავამ მოკლა. აღნიშნულ პერიოდში თენგიზ გუნავა სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის უფროსი იყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი