ახალი ამბები

ქალი პრეზიდენტი  ძლიერი სიგნალია მსოფლიოსთვის და ქალებისთვის საქართველოში – ზურაბიშვილი

30 ნოემბერი, 2018 • 2019
ქალი პრეზიდენტი  ძლიერი სიგნალია მსოფლიოსთვის და ქალებისთვის საქართველოში – ზურაბიშვილი

“ქალი პრეზიდენტი  ძლიერი სიგნალია მსოფლიოსთვის, ისევე როგორც ქალებისთვის საქართველოში”,  – ამბობს სალომე ზურაბიშვილი, რომელმაც ცესკოს წინასწარი მონაცემით პრეზიდენტის არჩევნებში გაიმარჯვა. მან ბიბისის კითხვებს ქალ პრეზიდენტთან დაკავშირებითაც უპასუხა და აღნიშნა, რომ შესანიშნავია,  საქართველოს პირველი პრეზიდენტი ქალი რომ არის.

“მაგრამ საქართველო ხშირად ასოცირდება ძლიერი მამაკაცის სახესთან”, – ბიბისის ჟურნალისტის ამ შენიშვნას ზურაბიშვილმა ასეთი პასუხი გასცა:

“არა, ეს, რა თქმა უნდა, ფეიკ ნიუსი არ არის, მაგრამ ეს არასწორი წარმოდგენაა ჩვენს ქვეყანაზე. საქართველოს ისტორიასა და კულტურაში იყო ბევრი ძლიერი ქალი. ჩვენი ქვეყანა მონათლა ქალმა და ჩვენი ქვეყნისთვის ყველაზე კარგ დროში საქართველოს  ხელმძღვანელობდა ქალი, რომელსაც მეფეს ეძახდნენ, რადგან ძლიერი იყო.

ასე რომ, არავითარი წინააღდეგობრიობა არაა იმასთან დაკავშირებით, რომ იყოს ქალი პრეზიდენტი. მე ვფიქრობ, რომ ამას დიდი მნიშვნელობა აქვს მსოფლიო არენაზე. მსოფლიოში მხოლოდ 10 ქალი პრეზიდენტია და საქართველო ერთ- ერთი მათგანია. მე ვფიქრობ, რომ ეს ძლიერი სიგნალია მსოფლიოსთვის, ისევე როგორც ქალებისთვის საქართველოში. ვფიქრობ, რომ გამოვიყენებ იმ გამოცდილებას სოლიდარობისა, რომელიც ქალ ლიდერებს შორის არის ქვეყანაში”.

მასალების გადაბეჭდვის წესი