ახალი ამბები

სააკაშვილის მოწოდება დაუმორჩილებლობაზე სრულიად უადგილო იყო – ბურჯანაძე

29 ნოემბერი, 2018 • 2598
სააკაშვილის მოწოდება დაუმორჩილებლობაზე სრულიად უადგილო იყო – ბურჯანაძე

“დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერის, ნონო ბურჯანაძის თქმით, კვირას, 2 დეკემბერს დაგეგმილ აქციას მისი პარტია არ შეურთდება. ბურჯანაძე განმარტავს, რომ აქციას არ უერთდებიან, თუმცა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას მხარს უჭერენ.

“დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერის შეფასებით, ქვეყანა პოლიტიკურ კრიზისშია და ვადამდელი საპარლამენტი არჩევნები საჭიროა.

“ფილარმონიაში დღევანდელი აქცია სრულიად ლოგიკური იყო, არჩევნების შედეგიდან გამომდინარე. სწორედ “ქართული ოცნებისა” და ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა ის, რომ მათი ხელისუფლებაში მოსვლიდან ექვსი წლის შემდეგ საქართველოს მოსახლეობას არჩევანი “ქართულ ოცნებასა” და “ნაციონალურ მოძრაობას” შორის ჰქონდა. არჩევნებზე ზოგი ივანიშვილის წინააღმდეგ იყო მისული, ზოგი “ნაციონალური მოძრაობის” წინააღმდეგ,”-ამბობს ბურჯანაძე.

ოპიზიცია მოითხოვს, ვადამდელი არჩევნები პროპორციული ან პროპორციულ-რეგიონული პრინციპით ჩატარდეს. ამ მოთხოვნით გაერთიანებული ოპოზიცია კვირას, 15.00 საათზე რუსთაველზე მშვიდობიან აქციას აანონსებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი