ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სომხეთი ალენ დელონის მონაწილეობით სომეხთა გენოციდზე ფილმს გადაიღებს

9 ივნისი, 2014 •
სომხეთი ალენ დელონის მონაწილეობით სომეხთა გენოციდზე ფილმს გადაიღებს

გამოცემის თანახმად, ფილმის დასაწყისში მოვლენები 1913 წლის გერმანიაში ვითარდება. 

 

გარდა ამისა, ცნობილია, რომ მუსიკას ფილმისთვის დაწერს ეთნიკური სომეხი, ამერიკელი როკ-მომღერალი, ამერიკული ჯგუფის  System of a Down-ის ვოკალისტი, სერჟ ტანკიანი. 

 

სომეხთა გენოციდის საკითხზე ფილმის გადაღებას უკვე გამოეხმაურა თურქეთი. როგორც გამოცემა Habertur-ზე დაყრდნობით gazeta.ru წერს, თურქეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომისიამ სპეციალური სხდომა მიიწვია, სადაც 1915 წლის სომეხთა გენოდიცის 100 წლისთავის აღსანიშნავად სომხეთის ღონისძიებების პროგრამა იყო წარმოდგენილი. სომხეთის მაღალბიუჯეტიანი ფილმის გადაღების საპასუხოდ კი, სხდომაზე შეთავაზებული იყო “თურქეთის ადეკვატური პასუხის” გადაღება. გამოცემის თანახმად, თურქული ფილმის სახელწოდება იქნება “ჩვენი გულის ბზარი.”

 

მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას. 
  

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი