“ასეთი პრეცედენტები ადრეც იყო, ამაზე ჩვენ გავაკეთეთ რეაგირება, გვქონდა კომუნიკაცია იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან, ასევე იტალიის საელჩოსთან თბილისში, და გვაქვს რწმუნება, რომ ყველა წინა ე.წ. ორმხრივი დაძმობილების შესახებ ხელშეკრულება და ყველა შემდგომი ასეთი ხელშეკრულება ბათილად იქნება ცნობილი”, – აცხადებს ზალკალიანი.
მისივე თქმით, არსებობს იტალიელი პირი, მაურო მურჯო, რომელიც მსგავსი შეთანხმებების დადებაში მონაწილეობს:
“მათ ჰყავთ ერთი პიროვნება, ეს არის მაურო მურჯო, წარმოშობით იტალიელი, რომელსაც ჰყავს აფხაზი მეუღლე. რა თქმა უნდა, მას აქვს გარკვეული მატერიალური დაინტერესებაც მსგავსი სახის ქმედებებით დაამტკიცოს ერთგულება, და პატარა დაბის ტიპის დასახლებები, ქალაქებსაც კი ვერ ვუწოდებთ, ზოგან 1000 კაცო ცხოვრობს, ზოგან 2000, და ის ცდილობს ასეთი მანიპულაციებით, რომ სასურველი წარმოადგინოს რეალობად. აქედან გამომდინარე არანაირი სამართლებრივი საფუძველი ასეთ შეთანხმებებს არ აქვს. ჩვენ გვაქვს მყარი გარანტია იტალიისგან, რომ ნებისმიერი ასეთი შეთანხმება იქნება ბათილად ცნობილი”, – განაცხადა ზალკალიანმა.








