მარნეულში, სოფელ ყიზილაჯლოში, N49 უბანზე, რადიო “მარნეულის” ჟურნალისტებს სარჩევნო უბანზე დაკვირვების დროს შენობიდან აძევებდნენ. ამის ამსახველ ვიდეომასალას და ინფორმაციას რადიო “მარნეული” ავრცელებს:
რადიოს ცნობით, ჟურნალისტებს ხელითაც შეეხნენ და ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელს უშლიდნენ, თუმცა მათ უბანი მაინც არ დაუტოვებიათ.
- 28 ნოემბერს საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტური იმართება. არჩევნებში მონაწილეობს პრეზიდენტობის 2 კანდიდატი – გრიგოლ ვაშაძე, №5 და სალომე ზურაბიშვილი, №48.
- ამ კანდიდატებმა არჩევნების პირველ ტურში ამომრჩეველთა ხმების ყველაზე მეტი რაოდენობა მიიღეს, თუმცა ვერც ერთმა ვერ მოაგროვა არჩევნებზე გამოცხადებულ ამომრჩეველთა რაოდენობის 50% -ზე მეტი, რის გამოც მეორე ტური დაინიშნა.
- პირველ ტურში სალომე ზურაბიშვილმა, რომელსაც მმართველი გუნდი “ქართული ოცნება” უჭერს მხარს, ხმების 38.64% მიიღო, გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ კი- 37.74%.