ძლიერი ქარის გამო დღეს რამდენიმე საათით იყო გადაკეტილი ოზურგეთი – ქობულეთის დამაკავშირებელი გზა სოფელ ქაქუთთან. ძლიერმა ქარმა მაგისტრალზე ხეები წააქცია და გზა ჩაიკეტა.
როგორც “ბათუმელებს“ აჭარის სამაშველო სამსახურის უფროსმა მამუკა თურმანიძემ განუცხადა, ამ დროისთვის გზა გაწმენდილია და მოძრაობა აღდგენილი.







