“ის ცრუ მოლოდინი, რომელიც გაუჩინა სააკაშვილმა და ზოგადად წინა ხელისუფლებამ მოსახლეობას, რომ 2008 წელს რაღაც სასწაული უნდა მომხდარიყო საქართველოში, რაღაც საოცარი ეპოქა იწყებოდა, რომ საქართველოს უნდა მიეღო MAP–ი, ეს იყო ძალიან დიდი შეცდომა. ეს იყო იმ გაუაზრებელი პოლიტიკის შედეგი, რომელიც ჩვენ ვნახეთ როგორ დასრულდა, რომ 2008 წელს ჩვენ MAP-ი ვერ მივიღეთ. რეალურად ხალხმა ვერც გაიგო რაზე იყო საუბარი, MAP-ის მნიშვნელობა ვერ გაიგეს, MAP-ის არსი ვერ გაიგეს და უბრალოდ ხდებოდა ზოგადად ხელოვნურად ამ თემის აწევა”, – აცხადებს ღარიბაშვილი.
მისივე თქმით, ახალმა ხელისუფლებამ პოლიტიკა აბსოლუტურად შეცვალა:
“ჩვენ ვთქვით, რომ წინასწარ ჩვენ არ ვსაუბრობთ შედეგებზე, ჩვენ გვირჩევნია, რომ დაველოდოთ, მანამდე აქტიური საგარეო პოლიტიკა ვაწარმოოთ და საბოლოო შედეგები გახდება ცნობილი მოგვიანებით. უელსის სამიტი გაიმართება სექტემბრის თვეში, სამიტამდე მე არ მიმაჩნია მიზანშეწონილად, რომ მთავრობის მეთაურმა უნდა გააკეთოს წინასწარი პროგნოზები და შედეგები და მოლოდინები გაუჩინოს მოსახლეობას”, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.
პრემიერი მიიჩნევს, რომ სამიტზე საქართველოს პროგრესი ადეკვატურად იქნება შეფასებული და საბოლოო შედეგს სექტემბერში უნდა დაველოდოთ.
შეგახსენებთ, რომ გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის განცახდებით, საქართველოსთვის MAP-ის მინიჭების საკითხი ნატო-ს მომდევნო სამიტის თემა არ იქნება. ამის შესახებ მერკელმა 2 ივნისს, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღრიბაშვილთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.








