ამის შესახებ კახი კალაძემ ტელეკომპანია “რუსთავი2” –ის ეთერში განაცხადა:
“თავად დაუსვით ეს კითხვა მარგველაშვილს და გაგცემთ პასუხს. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ გიორგი მარგველაშვილი არის ჩვენი გუნდის წევრი. ის არის ქვეყნის პრეზიდენტი. თითქოს განცახდებები იმის თაობაზე, რომ არის რაღაც უთანხმოება და გაურკვევლობა, ეს თემა ამოწურული და დამთავრებულია. მარგველშვილი ქვეყნის პრეზიდენტია, აპოლიტიკური ფიგურაა და ამ პრინციპებს ვიცავთ და დავიცავთ ბოლომდე.”

