IDFI–ის ინფორმაციით, ინფორმაციის არგაცემის მიზეზად საქართველოს კანონმდებლობაში არსებული ნორმები დაასახელა.
“საქართველოს კონსტიტუციის 41–ე მუხლის მე–2 ნაქწილის და ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 44–ე მუხლის შესაბამისად, ხელფასების მოცულობა კონფიდენცილურია და ინფორმაციის გაცემის უფლება არ გვაქვს” – განაცხადეს სემეკში.
სემეკი–ს თავმჯდომარედ ირინა მილორაავ 2013 წლის 17 სექტემბერს დაინიშნა. სემეკ–ს სამი წევრი ჰყავს: გოჩა შონია, მაია ნადირაძე და სერგო მესხი.
2013 წელს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის წევრის, სერგო მესხის შრომის ანაზღაურებამ შეადგინა 284 289 ლარი. ამის შესახებ IDFI–ი ინფორმაციას ფინანსურ დეკლარაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.