ახალი ამბები

ეროვნულ ბანკში სამი პირის ხელფასმა 2013 წელს 500 ათას ლარს გადააჭარბა

30 მაისი, 2014 •
ეროვნულ ბანკში სამი პირის ხელფასმა 2013 წელს 500 ათას ლარს გადააჭარბა

აღნიშნულ ინფორამციას IDFI ასაჯაროებს.

 

2013 წელს სებ–ის პრეზიდენტის გიორგი ქადაგიძის ხელფასმა 195 000 ლარი შეადგინა. ბანკის ვიცეპრეზიდენტმა ოთარ ნადარაიამ ხელფასის სახით ამავე პერიოდში 209 560 ლარი აიღო, ხოლო ვიცეპრეზიდენტმა არჩილ მესტვირიშვილმა- 160 000 ლარი.

 

სებ–ის პრეზიდენტს 2013 წელს პრემია არ აუღია. ხოლო ვიცეპრეზიდენტებმა პრემიის სახით, ჯამში, 86 ათასი ლარი აიღეს. ოთარ ნადარაიას და არჩილ მესტვირიშვილის მიერ პრემიის სახით დეკემბერში აღებულმა თანხამ ცალ–ცალკე 20–20 ათასი ლარი შეადგინა. 

ფული/ლარი
ფული/ლარი

 

მასალების გადაბეჭდვის წესი