ახალი ამბები

მიხეილ გიორგაძე ავტოავარიის შემდეგ კვლავ მართვით სუნთქვაზეა – ინგოროყვას კლინიკა

20 ნოემბერი, 2018 • 2916
მიხეილ გიორგაძე ავტოავარიის შემდეგ კვლავ მართვით სუნთქვაზეა – ინგოროყვას კლინიკა

20 ნოემბრის მდგომარეობით, განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე, მიხეილ გიორგაძე ინგოროყვას კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება.

როგორც ნეტგაზეთს ინგოროყვას კლინიკაში უთხრეს, გიორგაძე მართვით სუნთქვაზეა. მას ნეკნების მრავლობითი მოტეხილობები, ფილტვებისა და თავის ტვინის დაჟეჟილობები აღენიშნება.

მიხეილ გიორგაძე ავტოავარიაში 17 ნოემბერს ყვარელი-თბილისის გზაზე, მოჰყვა. ის ავტომობილს თავად მართავდა და მანქანაში მარტო იმყოფებოდა. როგორც “ნეტგაზეთს” შსს-ში განუცხადეს, გიორგაძემ საჭე ვერ დაიმორჩილა და გზიდან გადავიდა, შეჯახების შედეგად კი დაზიანებები მიიღო.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი