როგორ ვმართოთ გულის ქრონიკული უკმარისობა – კლინიკა „მარჯის“ რჩევები

პროფესორი ლერი ლაფანაშვილი, გულისა და სისხლის მიმოქცევის სამკურნალო-კვლევით ცენტრ „მარჯის“ ხელმძღვანელი: 

ათეროსკლეროზი  ნივთიერებათა ცვლის პათოლოგიაა, რომლის დროსაც სისხლძარღვებში „ფოლაქების “ ჩალაგება ხდება. სწორედ  ათეროსკლეროზი იწვევს გულსისხლძარღვთა სხვადასხვა, მძიმე პათოლოგიებს. გულის პათოლოგიებიდან ყველაზე რთულად სამკურნალო ქრონიკული უკმარისობაა.

  • რა აწუხებს გულის უკმარისობით დაავადებულ პაციენტს

ჩივილები იწყება ჰაერის უკმარისობით და  სწრაფი დაღლით. როცა  ამ ჩივილებს თან ერთვის ქოშინი,  კიდურების შეშუპება, „წყლის“ ჩადგომა. ეს უკვე გულის უკმარისობის მძიმე ფორმებია.  მესამე-მეოთხე სტადიის გულის უკმარისობის დროს, გულის გადანერგვის საკითხიც კი დგება.

  • როგორ ვუშველოთ  ჩვენს გულს

კლინიკა  „მარჯში“ არსებობს გამოსავალი გულის უკმარისობით გატანჯული პაციენტებისთვის.  ეს  არის  კუნთოვანი კონტრპულსაციის მეთოდი. სპეციალური აპარატის მეშვეობით ვეხმარებით გულს,  დიდი დატვირთვის გარეშე უზრუნველყოს სისხლის მიმოქცევა. როგორც კი ჩაირთვება აპარატი, სამ- ხუთ წუთში დატვირთვის მაჩვენებელი 20-25 პროცენტით იკლებს.  ანუ ამ პროცედურის დროს გული ისვენებს. რაც აძლევს მას საშუალებას, აღიდგინოს თავისი თავი. ამ მეთოდს უსისხლო შუნტირების მეთოდიც უწოდეს, თავისი არაინვაზიურობისა და მაღალი ეფექტურობიდან გამომდინარე.

  • როგორ ხდება პაციენტის მომართვიანობა კლინიკაში

კუნთოვანი კონტრპულსაციის მეთოდი აბსოლუტურად უსაფრთხო, არაინვაზიური და უმტკივნეულოა.   კლინიკა „მარჯში“ ტარდება ყველა  საჭირო გამოკვლევა. ხდება პაციენტის მდგომარეობის შეფასება,  მისი  პრობლემის სიღრმისეული შესწავლა და ინიშნება მკურნალობა.

საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში მყოფი პაციენტები  შვებას უკვე მეორე- მესამე პროცედურაზე გრძნობენ. იხსნება ჩივილები. აღარ აღინიშნება ქოშინი.  კუნთოვანი კონტრპულსაციის მეთოდი გამოიყენება გულ-სისხლძარღვთა  ნებისმიერი პათოლოგიის დროს. რაც უფრო შორს წასულია პროცესი, მით უფრო თვალსაჩინოა მკურნალობის ეფექტი. გულის მესამე ხარისხის უკმარისობა რომ აღმოვფხვრათ, მკურნალობის რამდენიმეთვიანი კურსია საჭირო. პროცედურები არის უმტკივნეულო და უსისხლო. პაციენტების უმეტესობა პროცედურის დროს  კომფორტულად გრძნობს თავს.

  • აპარატი, რომელიც გულის პორტრეტს იძლევა

კარდიოვიზორი საშუალებას გვაძლევს, აღმოვაჩინოთ უმნიშვნელო ცვლილებაც კი გულის მუშაობაში, რომელიც ჩვეულებრივ კარდიოგრამაზე ჯერ არ ჩანს. ეს იმდენად მგრძნობიარე მეთოდია, რომ დატვირთვის ტესტიც აღარ არის  საჭირო, რომელიც გულის უკმარისობის მქონე პაციენტებისთვის საკმაოდ შემაწუხებელია.

კარდიოვიზორით კვლევა საკმაოდ ხელმისაწვდომია, არ არის დაკავშირებული დიდ თანხასთან და იძლევა გულის მდგომარეობის სრულყოფილ სურათს.

  • შუნტირებული და სტენტიანი პაციენტების რეაბილიტაცია

ამ ოპერაციის შემდეგ ბევრი პაციენტი ამბობს, რომ  ისევ აქვს ჩივილები და უკმაყოფილოა.   საქმე იმაშია, რომ   ოპერაციის დროს აღმოიფხვრა ერთი კონკრეტული უბნის დაზიანება, მაგრამ თუ არ ვუმკურნალეთ, ათეროსკლეროზი დააზიანებს სხვა უბანს.  კუნთოვანი კონტრპულსაციით  ხდება გულის არააქტიური სისხლძარღვების „გამოღვიძება“ და კაპილარული ქსელის განვითარება, რაც თავიდან  ააცილებს პაციენტს  სისხლის ნაკადის შეჩერება-შეგუბებას გულის რომელიმე უბანზე და შემდგომ გართულებებსაც. კუნთოვანი კონტრპულსაციის მეთოდი გულის უკმარისობით დაავადებული პაციენტების აქტიურ  ცხოვრებაში დაბრუნების რეალური საშუალებაა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი