ახალი ამბები

ბახტაძის განმარტება სალომე ზურაბიშვილის ახალ ბანერებზე

15 ნოემბერი, 2018 • 1634
ბახტაძის განმარტება სალომე ზურაბიშვილის ახალ ბანერებზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე აცხადებს, რომ სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო ბანერებზე “ქართული ოცნების” ლიდერების გამოსახვის მიზანი პარტიის მიერ დამოუკიდებელი კანდიდატის მხარდაჭერის კიდევ ერთხელ გაცხადებაა:

“ჩვენი პოლიტიკური გუნდი ჩართულია წინასაარჩევნო პროცესებში. მათ შორის, ბიძინა ივანიშვილიც. არის ახალი ბანერები, მათ შორის, არის სალომე ზურაბიშვილის ბანერები და, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ემსახურება იმას, რომ კიდევე ერთხელ განვაცხადოთ, რომ “ქართული ოცნება”, მისი პოლიტიკური გუნდი მხარს უჭერს დამოუკიდებელ კანდიდატს,” – ამბობს ბახტაძე.

გუშინ ღამით ქვეყნის მასშტაბით განთავსდა სალომე ზურაბიშვილის მხარდასაჭერი ბანერები, რომლებზეც პრეზიდენტობის კანდიდატის გარდა “ქართული ოცნების” ლიდერებიც არიან გმაოსახულნი. მათ შორის არიან ბიძინა ივანიშვილი და ირაკლი კობახიძე. ბანერზე ხელისუფლებისგან მხარდაჭერილი დამოუკიდებელი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო ნომერი და ახალი სლოგანია მითითებული: “პრინციპული არჩევანი”.

ბიძინა ივანიშვილის საარჩევნო ბანერები სალომე ზურაბიშვილის მხარდასაჭერად

მასალების გადაბეჭდვის წესი