საპრეზიდენტო არჩევნების II ტურის წინ “ქართული ოცნების” ოფიციალურ ფეისბუკ-გვერდზე სალომე ზურაბიშვილის საპრეზიდენტო კამპანია ახალი სლოგანით მიმდინარეობს: “სალომე ზურაბიშვილი – პრინციპული არჩევანი”.
“ქართულმა ოცნებამ” სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერი კლიპიც გამოაქვეყნა, რომელიც სწორედ ზემოხსენებული ახალი სლოგანით ბოლოვდება. ვიდეოს სათაუარია: გააკეთე პრინციპული არჩევანი!
როგორც ცნობილია, კამპანიის დაწყების დღიდან სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო სლოგანია: “ერთად საქართველოსთვის”. სალომე ზურაბიშვილს თავის ფეისბუკზე ჯერჯერობით არ გამოუყენებია ახალი სლოგანი.
სალომე ზურაბიშვილის კონკურენტი გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო სლოგანი “ძალა ერთობაშია”.
ამავე თემაზე