ახალი ამბები

საპატრულო პოლიცია ბათუმში მაჟორიტარობის კანდიდატს ნარკოტიკზე ამოწმებს

21 მაისი, 2014 •
საპატრულო პოლიცია ბათუმში მაჟორიტარობის კანდიდატს ნარკოტიკზე ამოწმებს

  

ნათია ბერსენაძის ინფორმაციით, ირაკლი ირემაძე დღეს, შუადღისთვის დააკავა პოლიციამ. „მანქანა გააჩერებინეს და ის და მისი მეგობარი წაიყვანეს. მეც მანქანაში ვიყავი. არაფერი უთქვამთ. გვეგონა, რომ მალევე გამოუშვებდნენ, მაგრამ რატომღაც ამ დრომდე ისევ პოლიციაშია, მისი მეგობარი კი გამოუშევეს“.

 

ირაკლი ირემაძის დაკავების ფაქტზე ამ წუთებში აჭარის საპატრულო პოლიციის შენობის წინ განცხადებას აკეთებს ირაკლი ბარამიძე – „საქართველოს გზის“ ბათუმის მერობის კანდიდატის, გოჩა გუგუნავას შტაბის ხელმძღვანელი.

 

გოჩა გუგუნავას შტაბის პიარის სასმსახურის წარმომადგენლის, ნათია ბერსენაძის ინფორმაციით, ირაკლი ირემაძე სამეწარმეო საქმიანობას ეწევა.

 

შს სამინისტროს ინფორმაციით, ირაკლი ირემაძე ადმინისტრაციული წესით, ნარკოტიკზე შემოწმების მიზნით დააკავეს და მას მალე გაათავისუფლებენ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი