ახალი ამბები

სააპელაციომ თეთრაძის საქმეზე ახალიას მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა

14 ნოემბერი, 2018 • 1526
სააპელაციომ თეთრაძის საქმეზე ახალიას მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა

სააპელაციო სასამართლომ სერგო თეთრაძის საქმეზე ბაჩო ახალიას მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა. თავდაცვის ყოფილ მინისტრს საქალაქო სასამართლომ 2018 წლის აპრილში სერგო თეთრაძის წამების საქმეზე  9 წელი მიუსაჯა.

პროკურატურის ინფორმაციით, 2011 წლის სექტემბერში სამხედრო პოლიციის თანამშრომლებმა დააკავეს შეიარაღებული ძალების ვიცეპოლკოვნიკი დავით ლონდარიძე, მასთან ერთად ე.წ. ჯაშუშობაში მხილებული, თადარიგის პოლკოვნიკი სერგო თეთრაძე.

“დაკავებულმა სერგო თეთრაძემ, მიუხედავად მის მიმართ განხორციელებული  ძალადობისა, არ აღიარა მისთვის დაბრალებული დანაშაული. ამის გამო, თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილესთან ერთად ორგანიზება გაუწია სერგო თეთრაძის შემდგომ წამებას და სექსუალურ ძალადობას სასჯელაღსრულების დაწესებულებაში,” – აცხადებს პროკურატურა.

პროკურატურისვე ცნობით, სერგო თეთრაძე მასზე განხორციელებული წამების შედეგად გახდა ცუდად და გულსისხლძარღვთა მწვავე უკმარისობით გარდაიცვალა გონს მოუსვლელად.

ბაჩო ახალაია ბრალს არ აღიარებს. მან ჯერ კიდევ 2014 წელს განაცხადა, რომ  სერგო თეთრაძის საქმეზე ბრალდებები “ტყუილია”.

ბაჩო ახალაიას სერგო თეთრაძის წამების საქმეზე 9 წელი მიუსაჯეს

მასალების გადაბეჭდვის წესი