ახალი ამბები

მდინარე თერგი ხელოვნურ კალაპოტში მოაქციეს

19 მაისი, 2014 • • 3017
მდინარე თერგი ხელოვნურ კალაპოტში მოაქციეს

“24-საათიანი ინტენსიური მუშაობის შედეგად, მდინარე თერგის სხვა კალაპოტში მოქცევა მოხერხდა. ამ ეტაპისთვის გრძელდება გაწმენდით სამუშაოები და 10 ერთეული ტექნიკა  სტიქიის უშუალო ეპიცენტრშია მობილიზებული. თერგი სხვა კალაპოტიდან შეუერთდება მდინარის მთავარ ნაკადს, რაც მობილიზებულ ტექნიკას საშუალებას მისცემს გზის საფარის გაწმენდითი სამუშაოები დაიწყოს. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი განსაკუთრებულ მადლობას უხდის სახელმწიფო სამშენებლო კომპანიას, შპს „ფერს“ და ყველა იმ ადამიანს, რომლებმაც სტიქიის ზონაში, მძიმე პირობების მიუხედავად, სიცოცხლის რისკის ფასად უდიდესი შრომა გაწიეს”, – ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში.


დარიალის ხეობა – ყაზბეგის მუნიციპალიტეტის პრესსამსახურის ფოტო/2014 წელი
დარიალის ხეობა – ყაზბეგის მუნიციპალიტეტის პრესსამსახურის ფოტო/2014 წელი

მასალების გადაბეჭდვის წესი