ღონისძიების ფარგლებში, დიპლომატები გაეცნობიან სამცხე–ჯავახეთს, ეწვევიან რეგიონის ცალკეულ ქალაქებს, დაბებს და შეხვედრებს გამართავენ რეგიონის ხელმძღვანელობასთან. მოინახულებენ საქრთველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს.
დიპლომატებისათვის საინფორმაციო–შემეცნებითი ტურის ორგანიზება მიზნად ისახავს მათთვის საქართველოს რეგიონების უკეთ გაცნობას. აღნიშნული ღონისძიება ხელს შეუწყობს სამცხე–ჯავახეთის მხარის შესაძლებლობების წარმოჩენას, რაც საშუალებას მისცემს დიპლომატებს მეტი ინფორმაცია მიიღონ რეგიონის კულტურული მახასიათებლების, მისი ტურისტული, საინვესტიციო და ინფრასტრუქტურული პოტენციალის შესახებ. ეს ხელს შეუწყობს უცხო ქვეყნების ელჩებს საჭირო ინფორმაციით უზრუნველყონ შესაბამის ქვეყნებში საქართველოთი დაინტერესებული საზოგადოება, მათ შორის, პოლიტიკური, საზოგადობრივი და ბოზნესსექტორის წარმომადგენლები.

აღნიშნულ ტურში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოში აკრედიტირებული როგორც რეზიდენტი, ისე არარეზიდენტი ელჩები.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი ტიპის ტური საგარეო საქმეთა სამინისტრომ უკვე მოაწყო კახეთის რეგიონში გასული წლის ოქტომბერში. მაშინ ტურის ფარგლებში ელჩები გაეცნენ კახეთს. რეგიონის თავისებურებებს, ღირშესანიშნაობებს და მიეწოდათ ინფორმაცია რთველი 2013–ის შესახებ.







