საქართველოს მთავრობის ცნობით, დარიალის ხელობაში ჩამოწვა მეწყერი, რამაც გამოიწვია მდინარე თერგის კალაპოტის გადაკეტვა. ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, დღეს დილით, დაახლოებით 10 საათისთვის სოფელ გველეთთან, მდინარე დევდორაკისა და თერგის შესართავთან მთის მასივი ჩამოიშალა, რამაც დააზიანა რუსეთიდან მომავალი 700 მილიმეტრიანი და 1200 მილიმეტრიანი მაგისტრალური გაზსადენები.

