ახალი ამბები

მღვდლების და მრევლის აღლუმი – 2014 წლის 17 მაისი [განახლებადი]

17 მაისი, 2014 • • 5443
მღვდლების და მრევლის აღლუმი – 2014 წლის 17 მაისი [განახლებადი]

16:40 – რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქცია დაიშალა, თუმცა ანტიდისკრიმინაციული კანონის წინააღმდეგ ხელმოწერების შეგროვება ხუთი დღის განმავლობაში გაგრძელდება პარლამენტის შენობის წინ ან მეტროსადგურებთან. ასევე, მრევლს მოუწოდეს, რომ 26 მაისს, 17:00 საათზე ყველა მორწმუნე მივიდეს სამებაში.

15:33 –ტაბულას ინფორმაციით, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის ერთ-ერთი მონაწილე თავს დაესხა ტაბულას გადამღებ ჯგუფს. პოლიციამ თავდამსხმელი ადგილზე გააფრთხილა ოქმით, თუმცა, იქამდე, ტაბულას გადამღები ჯგუფი 1 საათის განმავლობაში ხელოვნურად შეაჩერეს და არ უშვებდნენ.

epa04210375 Georgian religious protestors carry a cross as they attend a rally against an antidiscrimination law, which favors the LGBT (Lesbian, Gay, Bisexual and Transgender) community, in Tbilisi, Georgia, 17 May 2014. The rally was staged on the same day as the International Day Against Homophobia, which is held annually on 17 May.  EPA/ZURAB KURTSIKIDZE

პლაკატები მრევლის აქციაზე - 17 მაისი, 2014 წელი
პლაკატები მრევლის აქციაზე – 17 მაისი, 2014 წელი

14:00 – რუსთაველის გამზირზე ავრცელებენ ფურცელზე ამობეჭდილ ინფორმაციას, სახელწოდებით “განადგურების ტექნოლოგია”.

14:00 – პარლამენტის შენობასთან, სადაც მრევლია შეკრებილი, ბიზნესმენი ლევან ვასაძე მივიდა, რომელმაც ანტიდისკრიმინაციული კანონის წინააღმდეგ პეტიციას ხელი მოაწერა. 

მრევლის აქცია რუსთაველის გამზირზე - 2014 წლის 17 მაისი
მრევლის აქცია რუსთაველის გამზირზე – 2014 წლის 17 მაისი

13:25 – სამების საკათედრო ტაძარში ილია მეორე სინოდის წევრებთან და სამღვდელოების წარმომადგენლებთან ერთად სავედრებელ პარაკლისს იხდის. პარაკლისის დაწყებამდე ილია მეორემ მრევლს ქადაგებით მიმართა. ილია მეორეს თქმით, დღევანდელი დღე მნიშვნელოვანია, რადგან ამ დღეს შვილები მშობლებს პატივს მიაგებენ, ხოლო გარდაცვლილ მშობლებს იგონებენ. ილია მეორემ სამების ტაძარში შეკრებილ მრევლს მშობლების ლოცვა წაუკითხა, მისი თქმით, მშობლების დალოცვა ღმერთის დალოცვას უტოლდება. პატრიარქი ამბობს, რომ ზოგ შვილს მშობელი ავიწყდება და მას ყურადღებას არ აქცევს, ხოლო ის შვილები, რომლებიც მშობლებს არ ივიწყებენ და მუდამ ახსოვთ, დალოცვილი და ბედნიერები იქნებიან.

პლაკატები მრევლის აქციაზე - 17 მაისი, 2014 წელი
პლაკატები მრევლის აქციაზე – 17 მაისი, 2014 წელი

პარაკლისის შემდეგ სამების ტაძარში გვარებს დალოცავენ. ეს პროცესი რამდენიმე თვის განმავლობაში შეწყვეტილი იყო.

“ეს დღე ჩემთვის ბედნიერია, ჯერ ერთი იმიტომ, რომ ჩემს გვარს დალოცავენ. ჩვენი წინაპრები, როგორც ქრისტიანები, იბრძოდნენ იმისთვის, რომ ოჯახი ძლიერი და ბედნიერი ყოფილიყო, ქალის კულტმა წამოიწია, ამის გამო ქალი ოჯახის ბურჯად მიმაჩნია და არ მომწონს ახლა ასეთი სიტუაციები. იმედი არის, რომ პატრიარქის კურთხევას შეისმენენ,” – განაცხადა ხათუნა ჯაბიძემ, რომელიც თბილისში ქუთაისიდან ჩამოვიდა, რადგან დღეს სამებაში მათ გვარს დალოცავენ.

შეკითხვაზე – “ასეთ სიტუაციებში” რას გულისხმბს, ხათუნა ჯაბიძემ გვიპასუხა, რომ მას არ მოსწონს ანტიდისკრიმინაციული კანონი, რადგან მიაჩნია, რომ ეს არის მოსამზადებელი ნიადაგი გეი ქორწინების დასაკანონებლად.

სამებაში იმყოფება დიმიტრი ჯაოშვილი, რომელიც დღეს დილიდან მონაწილეობდა მსვლელობაში: “უნდა რწმენაში გავძლიერდეთ, ყველაფერი ეშმაკეული გამოვლინება უნდა აღიკვეთოს საქართველოში. მალე ეს აღიკვეთება. ამიტომ დააწესა პატრიარქმა ეს დღე, უნდა გავძლიერდეთ ლოცვაში, რწმენაში და ქართველობაში,” – აცხადებს დიმიტრი ჯაოშვილი.

მრევლის აქცია რუსთაველის გამზირზე - 2014 წლის 17 მაისი
მრევლის აქცია რუსთაველის გამზირზე – 2014 წლის 17 მაისი

მრევლის აქცია რუსთაველის გამზირზე - 2014 წლის 17 მაისი
მრევლის აქცია რუსთაველის გამზირზე – 2014 წლის 17 მაისი

13:00 – მცირე ინციდენტი მიოხდა პარლამენტის წინ აქციის ორ მონაწილეს შორის. ერთ–ერთს ეცვა ყვავილებიანი მაისიური და ამის გამო ლგბტ თემის წარმომადგენლად მიიჩნიეს, რასაც მოჰყვა ფიზიკური დაპირისპირება. ინციდენტის ერთ–ერთი მონაწილე დავით ფეიქრიშვილი პოლიციამ წაიყვანა, მეორემ კი ტერიტორია დატოვა.

12:50 – რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ შეკრებილი მრევლი ხელმოწერებს აგროვებს განცხადებაზე, რომლითაც მოითხოვენ ანტიდისკრიმინაციული კანონიდან სიტყვების – “სექსუალური ორიენტაცია” და “გენდერული იდენტობა” – ამოღებას.

12:30 – სამების საკათედრო ტაძარში მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქმა ილია მეორემ პარაკლისი დაიწყო.

დღეს, დილის 10:00 საათიდან სასულიერო პირები და მრევლი ფილარმონიასთან შეიკრიბა, რომლებიც მსვლელობას მართავენ. მსვლელობის დაწყებამდე დეკანოზმა დავით ისაკაძემ დემონსტრანტებს მიმართა და მოუწოდა, რომ არავითარ პროვოკაციაში მონაწილეობა არ მიიღონ, რადგან მისი თქმით, როგორც პატრიარქმა თქვა, ეკლესია ყოველგვარ ძალადობას ემიჯნება.

2014 წლის 17 მაისი, მსვლელობა რუსთაველის გამზირზე, ფოტო: მარი ნიკურაძე
2014 წლის 17 მაისი, მსვლელობა რუსთაველის გამზირზე, ფოტო: მარი ნიკურაძე

დეკანოზმა გიორგი რაზმაძემ “ნეტგაზეთს” უთხრა, რომ დღევანდელი მსვლელობა ანტიდისკრიმინაციულ კანონთან დაკავშირებით ეკლესიასა და პარლამენტს შორის აზრთასხვადასხვაობას არ უკავშირდება და ის მხოლოდ მშობლების პატივისცემისა და ოჯახის სიმტკიცის დღის აღსანიშნავად იმართება, თუმცა დემონსტრაციის მონაწილეები საპირისპიროს ამბობენ. მსვლელობაში მონაწილეების ნაწილი აცხადებს, რომ ისინი სწორედ ანტიდისკრიმინაციულ კანონს უპირისპირდებიან, რომელიც პარლამენტმა 2 მაისს მიიღო და რომელსაც ეწინააღმდეგება საპატრიარქო. მათი განცხადებით, ხდება ისეთი რაღაცების დაკანონება, რაც მათ რწმენასთან შესაბამისობაში არ მოდის.

2014 წლის 17 მაისი, მსვლელობა რუსთაველის გამზირზე
2014 წლის 17 მაისი, მსვლელობა რუსთაველის გამზირზე

დემონსტრანტებს თან აქვთ ტრანსფარანტები, წარწერებით – “არა გეი პროპაგანდას!” “დავიცვათ ჩვენი შვილები!” და ა.შ.

პლაკატები მრევლის აქციაზე - 17 მაისი, 2014 წელი
პლაკატები მრევლის აქციაზე – 17 მაისი, 2014 წელი

პლაკატები მრევლის აქციაზე - 17 მაისი, 2014 წელი
პლაკატები მრევლის აქციაზე – 17 მაისი, 2014 წელი

მსვლელობის ფარგლებში სასულიერო პირები ნაკურთ წყალს ასხურებენ ქუჩებს და აქციის მონაწილეებს. ნაკურთხი წყალი ეკლესიებიდან ფილარმონიასთან დილიდანვე მიიტანეს. მანიფესტაციის გამო გადაიკეტა რუსთაველის გამზირი, ფალიაშვილის ქუჩა, თავისუფლების მოედანი. ამ დროისთვის (11:00 საათი) მანიფესტანტები თავისუფლების მოედანზე იმყოფებიან.

13.00  რუსთაველის გამზირზე, პრლამენტის წინ გამართულ აქციაზე მცირე ინციდენტი მიოხდა. პარალმენტის წინ ერთმანეთს აქციის ორი მონაწილე ფიზიკურად დაუპირისპირდა. ერთ–ერთს ეცვა ყვავილებიანი მაისიური და მეორეს “ლგბტ” თემის წარმომადგებელი ეგონა. ინციდენტში მონაწილე დავით ფეიქრიშვილი პოლიციამ წაიყვანა. “ნეტგაზეთთან” კომენტარი დავით ფეიქრიშვილის ცოლმა გააკეთა: “მე ვარ 5 შვილის დედა.  აქ იმიტომ მოვედით, რომ ნორმალურ პირობებში იზრდებოდნენ ჩვენი შვილები. ვიღაც მოვიდა დაარტყა და ამან ხელი შეუბრუნა. პოლიციამ თქვა არ დააკავებენო.”

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ იყო პროვიკაცია. ინციდენტში მონაწილე მეორე პირმა აქცია დატოვა. პოლიციამ კიდევ ერთი პირი დააკავა, თუმცა მიზეზი უცნობია. 

2014 წლის 17 მაისი, მსვლელობა რუსთაველის გამზირზე, ფოტო: თამარ მირიანაშვილი
2014 წლის 17 მაისი, მსვლელობა რუსთაველის გამზირზე, ფოტო: თამარ მირიანაშვილი

მსვლელობაში მონაწილეობს რამდენიმე ათეული მღვდელი, მათ შორის მეუფე სულეონი. ასევე, პოლიტიკოსები დიმიტრი ლორთქიფანიძე და ჯონდი ბაღათურია, გიორგი გაბედავა, გვარის წინამძღოლთა დარბაზი, ევრაზიული ინსტიტუტის წარმომადგენელი ირაკლი ყიფიანი და სხვები.

რუსთაველის გამზირზე მობილიზებულია პოლიცია.

მსვლელობა სამების საკათედრო ტაძრის მიმართულებით ეწყობა, სადაც პარაკლისს გადაიხდის პატრიარქი.

2014 წლის 17 მაისი, მსვლელობა რუსთაველის გამზირზე
2014 წლის 17 მაისი, მსვლელობა რუსთაველის გამზირზე

შეგახსენებთ, რომ დღეს, 17 მაისს ჰომოფობიასთან ბრძოლის დღეს საქართველოში არ აღნიშნავენ ლგბტ თემის წარმომადგენლები და უფლებადამცველები, რადგან ისინი მიიჩნევენ, რომ გასულ წლებში სამართალდამცავებმა და სახელმწიფომ ვერ უზრუნველყვეს მათი უსაფრთხოების დაცვა. გასული წლის 17 მაისს მათ მშვიდობიანი აქციის გამართვის საშუალება არ მისცეს სასულიერო პირებმა და მრევლმა, ადგილი ჰქონდა ფიზიკურ ძალადობას, თუმცა აღნიშნული ფაქტების გამო დღემდე არავინ დასჯილა.

2014 წლის 17 მაისი, მსვლელობა რუსთაველის გამზირზე
2014 წლის 17 მაისი, მსვლელობა რუსთაველის გამზირზე

2014 წლის 17 მაისი, მსვლელობა რუსთაველის გამზირზე
2014 წლის 17 მაისი, მსვლელობა რუსთაველის გამზირზე

2014 წლის 17 მაისი, მსვლელობა რუსთაველის გამზირზე
2014 წლის 17 მაისი, მსვლელობა რუსთაველის გამზირზე

მასალების გადაბეჭდვის წესი