“გაათავისუფლეს სამივე მათგანი, ერგნეთში არიან ახლა, ამ წუთებში, ცოტა ხნის წინ მოხდა გათავისუფლება”, – განაცხადეს შინაგან საქმეთა სამინისტროში. 

 

დაკავებული იყვნენ  ბელა ზაქაიძე – ჟურნალისტი, ვახო ლეკიაშვილი – ოპერატორი და მიხეილ მიხოევი – ჩართვის ოპერატორი. 

 

“ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას ადგილი არ ჰქონია, რამდენიმე წუთის წინ დავტოვეთ ჩვენ ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორია. ფიზიკურ შეურაცხყოფას ადგილი არ ჰქონია, ორი დღის განმავლობაში ვიყავით წინასწარი დაკავების იზოლატორში, ფსიქოლოგიურ ზეწოლას ჰქონდა ადგილი. იქ იყო არაადამიანური პირობები, რა ჰიგიენური. საკვები მხოლოდ დღის ბოლოს მოგვაწოდეს, ჩაიზე და პურზე ვიყავით. იყო სხვადასხვა პირების მხრიდან გამოძახებები, არაერთხელ გამიყვანეს საკნიდან ე.წ. სამხრეთ ოსეთის პოლიციელებმა თუ უშიშროების თანამშრომლებმა. იყო დაკითხვები, ოფიციალური სახე ჰქონდა ამ დაკითხვას და იყო რიგ შემთხვევაში გასაუბრებები. ზეწოლას განვიცდიდი, რადგან მეკითხებოდნენ, სამხრეთ ოსეთში თუ ვიყავი პირველად, თუმცა მეუბნებოდნენ, არა, პირველად არ ხარ, შენ ადრეც ხარ ნამყოფი ოსეთშიო. ამბობდნენ, რომ აქვთ რაღაც ბაზა და ადრეც დავუფიქსირებივარ. ვამბობდი, რომ საკანში გაუსაძლისი სიტუაცია იყო, სუნი იყო და იქნებ ცოტა ხნით მაინც გავეყვანეთ ისეთ ოთახში, სადაც სკამები იყო, ისინი შემოიხედავდნენ და გვეუბნებოდნენ, სუნია? ცინიკური დამოკიდებულება ჰქონდათ”, – აცხადებს ბელა ზაქაიძე.

 

მისივე თქმით, ოპერატორთან ერთად ის ცდილობდა გადაეღო ადმინისტრაციულ საზღვართან მდებარე გამაფრთხილებელი ბანერი, რა დროსაც მოხდა მათი დაკავება.

ბელა ზაქაიძე
ბელა ზაქაიძე

 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *