ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა დავით დარახველიძემ გმირთა მემორიალთან განაცხადა, რომ ცხედრების ანთროპოლოგიური ანალიზის დასრულებისა და ცხედრების იდენტფიცირების შემდეგ ისინი გადაეცემა ოჯახებს, რის განხორციელებას სავარაუდოდ რამდენიმე თვე დასჭირდება. პროცესის მიმდინარეობას პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აკონტროლებს.
მინისტრის თქმით, ცხედრების გადმოსვენება საერთაშორისო წითელი ჯვრის კომიტეტის მეშვეობით გახდა შესაძლებელი.

“მონაცემების დადარების შედეგად მოხდება ცხედრების იდენტიფიცირება და შემდეგ ისინი გადაეცემა ოჯახებს. გადმოსვენების პროცესი დასრულდება 25 მაისს”, – განუცხადა დავით დარახველიძემ “კურიერს.”
მინისტრ დარახველიძის თქმით, ბაბუშერას აეროპორტში დაახლოებით 50-ზე მეტი ცხედარი იყო დასაფლავებული. 2006 წლის შემდეგ აფხაზეთიდან ცხედრების გადმოსვენების პროცესი შეჩერდა, ხოლო გასული წლიდან 2 ცხედარი გადმოასვენეს. აფხაზეთში უგზო-უკვლოდ დაკარგულად 2000-მდე ქართველი მიიიჩნევა.







