ახალი ამბები

“არაა სირცხვილი, რომ კაცმაც იტიროს” – კაშია ანტიბულინგ კამპანიის ფარგლებში ბავშვებს შეხვდა

6 ნოემბერი, 2018 • 12246
“არაა სირცხვილი, რომ კაცმაც იტიროს” – კაშია ანტიბულინგ კამპანიის ფარგლებში ბავშვებს შეხვდა

საქართველოს ნაკრების ვიცეკაპიტანი გურამ კაშია “ლოკომოტივის” ფეხბურთელებთან ერთად ბრიტანულ-ქართული აკადემიის მოსწავლეებს შეხვდა. შეხვედრა გაიმართა PRMC-ს ბულინგის საწინააღმდეგო კამპანიის ფარგლებში “ძლიერები არ ძალადობენ”.

კაშიას თქმით, ამ კამპანიაში სპორტსმენების ჩართულობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია:

საქართველოს ნაკრების ვიცეკაპიტანი გურამ კაშია “ლოკომოტივის” ფეხბურთელებთან ერთად ბრიტანულ-ქართული აკადემიის მოსწავლეებს შეხვდა. შეხვედრა გაიმართა PRMC-ს ბულინგის საწინააღმდეგო კამპანიის ფარგლებში “ძლიერები არ ძალადობენ”. 06.11.18 ფოტო: ნეტგაზეთი/მარიამ ბოგვერაძე

“პირველ რიგში, ამ კამპანიის წამომწყებებს მინდა დიდი მადლობა გადავუხადო იმიტომ, რომ კარგ საქმეს აკეთებენ, ბევრი სპორტსმენი ჩართეს ამ კამპანიაში, რაც სასიამოვნოა. მინდა რაც შეიძლება ახლოს ვიყო საზოგადოებასთან, განსაკუთრებით კი- ბავშვებთან, რადგან მათი ინსპირაცია უფრო მარტივია. მინდა ვისაუბრო სპორტზე, ჩემს გამოცდილებებზე”, – ამბობს კაშია.

რაც შეეხება ბულინგის პრობლემას, საქართველოს ეროვნული ნაკრების ვიცეკაპიტანი ამბობს, რომ ბულინგის მსხვერპლი ბავშვობაში თავადაც ყოფილა და სურს ეს გამოცდილება ბავშვებს გაუზიაროს:

“პირადად ჩემზე მაქვს გამოცდილი. 90-იან და 2000-იან წლებში უფრო ხშირი იყო ეს პრობლემა. ჩვენ, ბავშვები მაშინ ვერ აღვიქვამდით, რომ ამის მსხვერპლი ვიყავით. ამიტომ, მინდა ეს გამოცდილებაც გავუზიარო. მე ექსპერტი არ ვარ, ბევრ რამეს ვერ ვილაპარაკებ, მაგრამ მინდა ბავშვებს ვუთხრა, რომ თუ იჩაგრებიან ისინი ამ პრობლემის წინაშე მარტონი არ არიან” – ამბობს ფეხბურთელი.

საქართველოს ნაკრების ვიცე-კაპიტანი გურამ კაშია "ლოკომოტივის" ფეხბურთელებთან ერთად, ბრიტანულ-ქართული აკადემიის მოსწავლეებს შეხვდა. შეხვედრა PRMC-ს ბულინგის საწინააღმდეგო კამპანიის ფარგლებში "ძლიერები არ ძალადობენ" გაიმართა. 06.11.18 ფოტო: ნეტგაზეთი/მარიამ ბოგვერაძე

საქართველოს ნაკრების ვიცეკაპიტანი გურამ კაშია “ლოკომოტივის” ფეხბურთელებთან ერთად ბრიტანულ-ქართული აკადემიის მოსწავლეებს შეხვდა. შეხვედრა გაიმართა PRMC-ს ბულინგის საწინააღმდეგო კამპანიის ფარგლებში “ძლიერები არ ძალადობენ”. 06.11.18 ფოტო: ნეტგაზეთი/მარიამ ბოგვერაძე

შეხვედრის შემდეგ ფეხბურთელმა ბრიტანულ-ქართული აკადემიის მოსწავლეების კითხვებს უპასუხა. დისკუსიის დასრულების შემდეგ კი ბავშვებთან და “ლოკომოტივის” ფეხბურთელებთან ერთად ამხანაგური შეხვედრაც გამართა.

საქართველოს ნაკრების ვიცე-კაპიტანი გურამ კაშია "ლოკომოტივის" ფეხბურთელებთან ერთად, ბრიტანულ-ქართული აკადემიის მოსწავლეებს შეხვდა. შეხვედრა PRMC-ს ბულინგის საწინააღმდეგო კამპანიის ფარგლებში "ძლიერები არ ძალადობენ" გაიმართა. 06.11.18 ფოტო: ნეტგაზეთი/მარიამ ბოგვერაძე

საქართველოს ნაკრების ვიცეკაპიტანი გურამ კაშია “ლოკომოტივის” ფეხბურთელებთან ერთად ბრიტანულ-ქართული აკადემიის მოსწავლეებს შეხვდა. შეხვედრა გაიმართა PRMC-ს ბულინგის საწინააღმდეგო კამპანიის ფარგლებში “ძლიერები არ ძალადობენ”. 06.11.18 ფოტო: ნეტგაზეთი/მარიამ ბოგვერაძე

მასალების გადაბეჭდვის წესი