ახალი ამბები

თეიმურაზ გორჯესტანისა და სააკაშვილის მონაწილეობა აგიტაციაში უკანონოა – საია

6 ნოემბერი, 2018 •
თეიმურაზ გორჯესტანისა და სააკაშვილის მონაწილეობა აგიტაციაში უკანონოა – საია

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებით, ამ პერიოდში იკვეთება უკანონო აგიტაციის შემთხვევები, რა დროსაც უცხო ქვეყნის მოქალაქეები/მოქალაქეობის არმქონე პირები აქტიურად მონაწილეობენ კამპანიაში.

საია მოუწოდებს საარჩევნო სუბიექტებსა და მათ მხარდამჭერებს – კანონმდებლობასთან შესაბამისობაში წარმართონ საარჩევნო კამპანია და საარჩევნო ადმინისტრაციას მოუწოდებს – შეისწავლოს უკანონო აგიტაციის ფაქტები და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილებები.

საიას განცხადებით, აგიტაციაში აქტიურად არიან ჩართული, სავარაუდოდ, უცხო ქვეყნის მოქალაქეები/მოქალაქეობის არმქონე პირები.

კერძოდ: – ხელისუფლებისგან მხარდაჭერილი პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის შვილი, თეიმურაზ გორჯესტანი აქტიურად მონაწილეობს სალომე ზურაბიშვილის კამპანიაში. მისი განცხადებით, კანდიდატი აუცილებლად მოიგებს და ეს იქნება გამარჯვება მთელი ქვეყნისთვის. მისივე განცხადებით, საზოგადოება არჩევნებზე მივა იმისთვის, რომ ევროპული მომავალი აირჩიოს.

„მომავალი მარტო ერთია: საქართველოს გამარჯვება! სხვა მომავალი არ არის! ეს არის მნიშვნელოვანი არჩევნები ამ ქვეყნის მომავლისთვის და თავისუფლებისთვის. სალომე ზურაბიშვილი მოიგებს, ამ მოგებით კი მთელი საქართველო გაიმარჯვებს. არჩევნებზე საზოგადოება გამოვა იმისთვის, რომ სიმართლე და ევროპული მომავლის საქართველო აირჩიონ და რუსეთის კანდიდატს გამარჯვების საშუალება არ მისცენ”, – ციტირებს თეიმურაზ გორჯესტანის სიტყვებს საია.

არასამთავრობო ორგანიზაციის განმარტებით, კამპანიაში აქტიურად არის ჩართული საქართველოს მესამე პრეზიდენტი – მიხეილ სააკაშვილიც.

“აგიტაციაში უკანონო მონაწილეობის გარდა მიხეილ სააკაშვილი 2016-2017 წლებშიც აქტიურად მონაწილეობდა წინასაარჩევნო კამპანიაში და საიას არაერთი განცხადებისა და საჩივრის მიუხედავად, საარჩევნო ადმინისტრაციამ მისი მონაწილეობა აგიტაციაში სამართალდარღვევად არ ჩათვალა”, – ვკითხულობთა საიას განცხადებაში.

ამავე თემაზე

გაძვალტყავებული ჯღანები რომ შემოდიან, ამით ვერ გავმდიდრდებით – სააკაშვილი ტურიზმზე

 

მასალების გადაბეჭდვის წესი