ახალი ამბები

გაძვალტყავებული ჯღანები რომ შემოდიან, ამით ვერ გავმდიდრდებით – სააკაშვილი ტურიზმზე

4 ნოემბერი, 2018 • 4309
გაძვალტყავებული ჯღანები რომ შემოდიან, ამით ვერ გავმდიდრდებით – სააკაშვილი ტურიზმზე

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ვიდეომიმართვისას, საქართველოს ტურისტულ პოტენციალზე საუბრის დროს აღნიშნა, რომ ქვეყანას მდიდარი ტურისტები სჭირდება, ტურისტთა ნაწილი კი შეურაცხმყოფელი ტერმინოლოგიით მოიხსენია.

ვიდეომიმართვა სააკაშვილმა ფეისბუქ გვერდზე დღეს, 4 ნოემბერს გაავრცელა.

„ჩვენ გვჭირდება მდიდარი ტურისტები. მდიდარი ტურისტები ყველა მხრიდან. ეს გაძვალტყავებული, ბოდიში და, ჯღანები რომ შემოდიან, თავისი ძეხვი რომ მოაქვთ და კონსერვები, ამით ჩვენ ვერ გავმდიდრდებით.  ჩვენ გვჭირდება ემირატებიდან; არა ბანგლადეშელები, ვინც იქ ცხოვრობენ, კი არ ვერჩი ბანგლადეშელებს, უბრალოდ, მუშები არიან ვინც ჩადიან. ინდუსები – ნუ, იმათ არ აქვთ იმდენი შემოსავალი… ჩვენ გვჭირდება მაგალითად შეიხები, რომელიც ჩამოვა და ერთი კაცი იმდენს დატოვებს, რამდენსაც ორასი სხვა კაცი. როგორც წესი, უფრო წყნარადაც იქცევა და თავის რეპუტაციას უფრთხილდება.

ჩვენ გვჭირდება ხარისხი ტურიზმის და არა რაოდენობა. ჩამოვიდეს მდიდარი ტურისტი რუსეთიდანაც, უკრაინიდანაც, ჩინეთიდანაც და რა თქმა უნდა გერმენელები, ინგლისელები, ამერიკელები – ესენი გვჭირდება, ძაან ბევრი. ჩვენ გვჭირდება, თითოეულმა ქართულმა ოჯახმა, ვინც მუშაობს ტურიზმის სექტორში, გადამწყვეტი წვლილი მაქვს შეტანილი და ვიცი ეს სექტორი… ჩვენ უნდა ავამუშაოთ ის იმისათვის, რომ ხალხმა მიიღოს შემოსავალი და არა მხოლოდ პრობლემა შეიქმნას იმიტომ, რომ არის უბნები, სადაც ქართულ სიტყვას ვერ გაიგებ. მე ეს სულაც არ მიხარია და მსიამოვნებს. მე მიხარია, რომ ქართველები იყვნენ ამით გამდიდრებული, ქართული ბიზნესები წამოვიდეს და არა ნებისმიერ სხვა ქვეყნიდან ჩამოსული, ვისთვისაც ეს შემოსავლის წყაროა“, – განაცხადა სააკაშვილმა.

 

Posted by Mikheil Saakashvili on Sunday, November 4, 2018

მასალების გადაბეჭდვის წესი