ახალი ამბები

ენმ–ის პარტიული სიის ათეული თბილისში, გიგი უგულავას გარეშე

14 მაისი, 2014 • • 1166
ენმ–ის პარტიული სიის ათეული თბილისში, გიგი უგულავას გარეშე

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თბილისის პარტიული სია ასე გამოიყურება: 1. სევდია უგრეხელიძე; 2. ირაკლი აბესაძე; 3. მამუკა ახვლედიანი; 4. თამაზ შოშიაშვილი; 5. ირაკლი ნადირაძე; 6. თემურ გრიგალაშვილი; 7. ლევან მხეიძე; 8. მარიკა დათუკიშვილი; 9. ქეთევან ქოჩორაშვილი; 10. გიორგი ჩაჩანიძე.

 

“…ეს ის ხალხია, რომლებიც წლების განმავლობაში მუშაობენ მერიის სხვადასხვა სამსახურში, ასევე, საკრებულოში. ეს ხალხი არის უდიდესი ცოდნითა და გამოცდილებით გაჯერებული. მე დარწმუნებული ვარ, რომ ისინი მომდევნო სამი წლის განმავლობაში ღირსეულად გაუძღვებიან ქალაქს…”, – აღნიშნა თბილისის მერობის კანდიდატმა ნიკა მელიამ. 

 

8 მაისს სპორტის სასახლეში გამართულ პარტიულ ყრილობაზე ნიკა მელიამ ნეტგაზეთს უთხრა, რომ თბილისში ენმ–ის სიის პირველი ნომერი გიგი უგულავა იქნებოდა, თუმცა ეს უკანასკნელი დღეს დასახელებულ სიაში არ აღმოჩნდა.

“მე გადავწყვიტე არ ვიყარო კენჭი თბილისის საკრებულოში, ვნაიდან მიმაჩნია, რომ ის გუნდი, რომელიც წარმოდგენილია, დაკომპლექტებულია კომპეტენციის მიხედვით, ცოდნისა და გამოცდილების მიხედვით, რომელიც დაგროვილია მერიასა და საკრებულოში უკანასკნელი ათი წლის განმავლობაში. მე ეს გადაწყვეტილება ჩემთან დაკავშირებით მივიღე იმის გამო, რომ ამ წინასაარჩევნო კამპანიაში მე ვხელმძღვანელობ ნაციონალური მოძრაობის მთლიან შტაბს, შესაბამისად, კამპანიას ვაწარმოებ საქართველოს ყველა რეგიონში. მე მინდა შევხვდე ყველა ჩვენს ამომრჩეველს, ჩვენს მხარდამჭერს და ეს გამარჯვების რწმენა გადავცე მათ, ისევე, როგორც მივიტანო ჩვენი გზავნილი, რომელიც ემსახურება სწორედ საქართველოს ამუშავებას, იმ დაგროვილი პრობლემების მოგვარებას, რომელიც ამ მთავრობამ დააგროვა”, – ასე განმარტა უგულავამ თავისი გადაწყვეტილება დღეს, 14 მაისს.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი