ახალი ამბები

წულუკიანის შეფასებით, სასამართლოს მიერ ქევხიშვილისთვის დაკისრებული ჯარიმა პროპორციულია

26 აპრილი, 2014 • • 1068
წულუკიანის შეფასებით, სასამართლოს მიერ ქევხიშვილისთვის დაკისრებული ჯარიმა პროპორციულია

“მივესალმები იმას, რომ სასამართლომ შეისმინა უწყებათაშორისი კომისიის გუშინდელი პოზიცია და რომ ბატონი ქევხიშვილისადმი გამოტანილი სანქცია არის პროპორციული, მე ვფიქრობ, თუმცა მასაც და ყველა გამგებელს, ჩვენი საზოგადოების თითოეულ წევრს ევალება თავშეკავება, რათა ხელჩართულ დაპირისპირებაში არ გადაიზარდოს წინასაარჩევნო პროცესები. რაც შეეხება სისxლის სამართლის საქმეებს, თქვენ იცით, რომ მიმდინარეობს მორატორიუმი და მე მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ პრემიერმა ეს მორატორიუმი გამოაცხადა ყველასთვის, ის ეხება ყველა ოპოზიციური პარტიის ყველა წარმომადგენელს და აქტივისტს და  ის ეხება, რა თქმა უნდა, “ქართული ოცნების” გამგებლები იქნებიან თუ სხვა წარმომადგენლები”.– განაცხადა წულუკიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას.  

 

შეგახსენებთ, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებით, დავით ქევხიშვილი 100 ლარის ჯარიმის სანაცვლოდ გათავისუფლა, ხოლო მასთან ერთად დაკავებული 17 პირი კი 400 ლარის ოდენობის ჯარიმას გადაიხდის. 

 

გუშინ, 25 აპრილს ყვარლის რაიონის გამგებელი და ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი,  დავით ქევხიშვილი დააკავეს. ინცდნეტი, რის გამოც ქევხიშვილი და მისი მხარდამჭერები დააკავეს, გუშინ ყვარლის გამგეობასთან გამართულ აქციაზე მოხდა. ამ აქციას წინ უსწრებდა ყვარლის საკრებულის  სხდომა, სადაც ქევხიშვილის თანამდებობიდან გადაყენების საკითხი უნდა განხილულიყო, თუმცა ეს თემა ჩავარდა. 25 აპრილის სხდომაზე კი ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულომ  დავით ქევხიშვილი გამგებლის თანამდებობიდან გადააყენა. 

მასალების გადაბეჭდვის წესი