50 წლამდე კაცს არასრულწლოვნის მიმართ გარყვნილ ქმედებაში ადანაშაულებენ

რუსთავში 50 წლამდე კაცს არასრულწლოვნის მიმართ გარყვნილ ქმედებაში ადანაშაულებენ. როგორც ადგილობრივები ყვებიან, კაცი არასრულწლოვანთან სექსუალური კავშირის დამყარებას ცდილობდა.

შსს-მ გამოძიება სსკ-ის 141-ე (გაყრვნილი ქმედება) მუხლით დაიწყო. უწყებაში ნეტგაზეთს უთხრეს, რომ პირის ვინაობა უკვე დადგენილია.

რაც შეეხება თვითმხილველების მონათხრობს, Info Rustavi-თან საუბარში ისინი დასძენენ, რომ კაცი 14 წლამდე გოგოს დიდი ხნის განმავლობაში უთვალთვალებდა და მას სექსუალურ კავშირს სთავაზობდა, სანაცვლოდ კი გარკვეული ნივთების შეძენას ჰპირდებოდა. არასრულწლოვანმა მომხდარის შესახებ ოჯახის წევრებს უამბო. ადგილობრივები ასევე ამბობენ, რომ რამდენიმე დღის წინ აღნიშნული პირი აედევნა არასრულწლოვანს და მხრებზე ხელი მოჰხვია, თუმცა მას შემდეგ, რაც მისი ოჯახის წევრები შეამჩნია, გაიქცა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნინო ბიძინაშვილი არის რეპორტიორი 2017 წლის 25 სექტემბრიდან