ახალი ამბები

5 ყალბი ამბავი სალომე ზურაბიშვილსა და გრიგოლ ვაშაძეზე

2 ნოემბერი, 2018 • 4055
5 ყალბი ამბავი სალომე ზურაბიშვილსა და გრიგოლ ვაშაძეზე

წინაწაარჩევნო პერიოდში სოციალურ ქსელებში პრეზიდენტობის კანდიდატების შესახებ არაერთი ცრუ და გადაუმოწმებელი ახალი ამბავი ვრცელდება.

ე.წ. Fake ნიუსები ძირითადად ამა თუ იმ კანდიდატის საწინააღმდეგოდ შექმნილ ფეისბუკ გვერდებსა და მმართველი პარტიისა თუ ოპოზიციის მხარდამაჭერ ჯგუფებში გვხვდება.

ნეტგაზეთი გთავაზობთ რამდენიმე ცრუ ინფორმაციას, რომელიც სოციალურ ქსელებში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გასულ კანდიდატებზე მტკიცებულებების გარეშე ვრცელდება.

ფეისბუკ გვერდი “რეზიდენტი სალომე”, რომელიც “ქართული ოცნების” მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის კრიტიკას ემსახურება, რამდენიმე ფრაზას ავრცელებს, რომლის ავთენტურობაც არ დასტურდება.

ერთ-ერთ ასეთ პოსტში გვერდის ავტორები აცხადებენ, რომ სალომე ზურაბიშვილი ზაზა სარალიძის დაკავებას ამართლებს და ამბობს, რომ მოკლული დავით სარალიძის მამა “ჭკუას ისწავლის”. თუმცა, პრეზიდენტობის კანდიდატს მსგავსი განცხადება არ გაუკეთებია.

ზურაბიშვილს არც მეგრელებისა და კახელების შეურაცხმყოფელი განცხადებები ეკუთვნის.

სალომე ზურაბიშვილის მსგავსად სოციალურ ქსელებში გრიგოლ ვაშაძის დისკრედიტაციასაც ცდილობენ. წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში ფეისბუკზე გავრცელდა ფოტო, სადაც თითქოს არქივში აღმოჩენილი რუსეთის სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტის (KGB) მოწმობა იყო ასახული, რომელიც ვაშაძეს ეკუთვნის.

თუმცა,  factcheck.ge-ს ინფორმაციით, არსებობს ონლაინ პლატფორმა, სადაც ნებისმიერი პირის სურათისა და მონაცემების შეყვანის შემთხვევაში აღნიშნული მოწმობის დამზადებაა შესაძლებელი. აღსანიშნავია ისიც, რომ სოციალურ ქსელში გავრცელებული გრიგოლ ვაშაძის „მოწმობასა“ და ონლაინ პლატფორმაზე მოწმობის მაგალითად მოყვანილ ასლს ერთი და იგივე ნომერი – 14192 – აქვს.

გარდა ამისა, დღეს სოციალურ ქსელში გავრცელდა ფოტო, სადაც თითქოს გრიგოლ ვაშაძე რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან ერთადაა გამოსახული. თუმცა ამ შემთხვევაშიც საქმე ფოტომანიპულაციასთან გვაქვს.

მასალების გადაბეჭდვის წესი