ახალი ამბები

ქალდანი: ვთხოვთ ყველას, თავი შეიკავონ ფარული აუდიო–მასალის შემდგომი ტირაჟირებისგან

11 მაისი, 2014 • • 1291
ქალდანი: ვთხოვთ ყველას, თავი შეიკავონ ფარული აუდიო–მასალის შემდგომი ტირაჟირებისგან

“ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების მიღება ქვეყანაში პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვის მყარი გარანტიებისა და მექანიზმების უზრუნველსაყოფად. ვთხოვთ ყველას, თავი შეიკავონ მასალის შემდგომი ტირაჟირებისგან იმ პირთა პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვის ინტერესიდან გამომდინარე, ვისი ჩანაწერიც გავრცელდა, მით უმეტეს, მაშინ, როცა სატელეფონო საუბრებში გარდა თანამდებობის პირებისა, მონაწილეობენ კერძო პირები”, – აცხადებს ქალდანი.

 

 

თამარ ქალდანი
თამარ ქალდანი

 

გუშინ, 10 მაისს ტელეკომპანია “რუსთავი 2″–ის ეთერში, გადაცემაში “განსხვავებული აქცენტები” ფარული ჩანაწერები გაასაჯაროეს. გადაცემაში განაცხადეს, რომ აუდიოჩანაწერები 2013 წელსაა გაკეთებული და მასში ბიზნესმენები და პოლიტიკოსები ფიგურირებენ. მათ შორის ტელეკომპანიის ეთერში გავიდა ნაწყვეტი პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილისა და უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივნის გიგა ბოკერიას საუბრიდან. ასევე, სატელეფონო ჩანაწერი, სადაც გიგა ბოკერია თავდაცვის მინისტრ ირაკლი ალასანიას ესაუბრება, საკითხი პრეზიდენტის ავღანეთში ვიზიტს ეხება. კიდევ ერთი ჩანაწერი დავით უსუფაშვილსა და თბილისის ყოფილ მერს, გიგი უგულავას შორის საუბარს ეხებოდა.

 

ამ ფაქტზე პროკურატურამ გამოძიება უკვე დაიწყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი