ახალი ამბები

ენმ პრეზიდენტს უშიშროების საბჭოს სხდომის მოწვევისაკენ მოუწოდებს

11 მაისი, 2014 • • 873
ენმ პრეზიდენტს უშიშროების საბჭოს სხდომის მოწვევისაკენ მოუწოდებს

“უსმენენ ყველას. პარლამენტის თავმჯდომარის, თავდაცვის მინისტრის, უშიშროების საბჭოს მდივნის საუბრების უკანონო მოსმენა და თავისუფალ ცირკულაციაში მიმოქცევა ადასტურებს, რომ საქმე გვაქვს სახელმწიფო ინსტიტუციების გადაგვარებასა და მოშლასთან, რაც პირდაპირ უკავშირდება ეროვნული უსაფრთხოების საკითხს. ამიტომ ნაციონალური მოძრაობა მოუწოდებს საქართველოს პრეზიდენტს, სასწრაფოდ მოიწვიოს უშიშროების საბჭოს სხდომა, სადაც უკანონო მოსმენებთან დაკავშირებული საკითხები იქნება განხილული, რადგან თუკი ეს მასალები ასეთ თავისუფალ ცირკულაციაშია მოქცეული, სავსებით შესაძლებელია მას უცხო ქვეყნის სპეცსმახურებიც ფლობდნენ”, – განაცხადა წიკლაურმა.

 

ენმ
ენმ

 

გუშინ, 10 მაისს ტელეკომპანია “რუსთავი 2″–ის ეთერში, გადაცემაში “განსხვავებული აქცენტები” ფარული ჩანაწერები გაასაჯაროეს. გადაცემაში განაცხადეს, რომ აუდიოჩანაწერები 2013 წელსაა გაკეთებული და მასში ბიზნესმენები და პოლიტიკოსები ფიგურირებენ. მათ შორის ტელეკომპანიის ეთერში გავიდა ნაწყვეტი პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილისა და უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივნის გიგა ბოკერიას საუბრიდან. ასევე, სატელეფონო ჩანაწერი, სადაც გიგა ბოკერია თავდაცვის მინისტრ ირაკლი ალასანიას ესაუბრება, საკითხი პრეზიდენტის ავღანეთში ვიზიტს ეხება. კიდევ ერთი ჩანაწერი დავით უსუფაშვილსა და თბილისის ყოფილ მერს, გიგი უგულავას შორის საუბარს ეხებოდა.

 

ამ ფაქტზე პროკურატურამ გამოძიება უკვე დაიწყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი