ახალი ამბები

მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ ადამიანებს ოპოზიცია უსმენს ფარულად, ენმ–ში ბოდვას უწოდებენ

11 მაისი, 2014 • • 1154
მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ ადამიანებს ოპოზიცია უსმენს ფარულად, ენმ–ში ბოდვას უწოდებენ

“ჩვენ არ ვაპირებთ სერიოზული კომენტარი გავაკეთოთ იმ ბოდვაზე, რომ მოსმენებს ოპოზიცია ახორციელებს. ეს იგივე ბოდვის სერიიდანაა, რომ თითქოს ჩვენ საბურავები გვაქვს ნაყიდი და უკრიანელ ექსპერტებთან ერთად რევოლუციას ვაპირებთ. სინმადვილეში ყველასთვის ცხადია, რომ ქვეყანაში ტოტალური მსომენების და თვალთვალის კამპანია მიმდინარეობს”, – განაცხადა გაბაშვილმა და დასძინა, რომ ოპოზიციური პარტია ეჭვეობს ამ ყველაფრის უკან პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დგას. 

 

epa01505520 Georgian MP Giorgi Gabashvili addresses the Parliamentary Assembly of the Council of Europe during the debate concerning the war between Georgia and Russia in Strasbourg, France, 30 September 2008.  EPA/CHRISTOPHE KARABA
epa01505520 Georgian MP Giorgi Gabashvili addresses the Parliamentary Assembly of the Council of Europe during the debate concerning the war between Georgia and Russia in Strasbourg, France, 30 September 2008. EPA/CHRISTOPHE KARABA

 

გუშინ, 10 მაისს “რუსთავი 2”-ის ეთერში გავიდა ნაწყვეტი პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილისა და უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივნის გიგა ბოკერიას საუბრიდან. ასევე, სატელეფონო ჩანაწერი, სადაც გიგა ბოკერია თავდაცვის მინისტრს, ირაკლი ალასანიას ესაუბრება, საკითხი პრეზიდენტის ავღანეთში ვიზიტს ეხება. კიდევ ერთი ჩანაწერი დავით უსუფაშვილსა და თბილისის ყოფილ მერს, გიგი უგულავას შორის საუბარს ეხებოდა. გარდა ამისა, ნაწყვეტები პარლამენტარ დავით საგანელიძისა და თბილისის დინამოს პრეზიდენტ რომან ფიფიას სატელეფონო საუბრებიდან. ასევე, რამდენიმე პარლამენტარისა და ბიზნესმენის სატელეფონო საუბრებიდან. გადაცემა “განსხვავებული აქცენტების” წამყვანის, ეკა კვესიტაძის განცხადებით, მათ ეს მასალა ანონიმურმა წყარომ მიაწოდა.

 

მთავარმა პროკურატურამ უკვე დაიწყო გამოძიება კერძო კომუნიკაციის ჩანაწერის უკანონოდ მოპოვებისა და გავრცელების ფაქტზე.

 

რუსთავი 2–ის ზემოხსენებულ გადაცემამდე რამდენიმე საათით ადრე მთავარმა პროკურატურამ განაცხადა, რომ  წინა ხელისუფლების დროს უკანონოდ შეძენილი სატელეფონო და ფარული ვიდეომიყურადებისთვის განკუთვნილი სპეციალური პორტატული ტექნიკის ნაწილი დაკარგულია და ამ ტექნიკით სავარაუდოდ ყოფილი ხელისუფლების გავლენის ქვეშ მყოფი პირები სარგებლობენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი