ახალი ამბები

“რუსთავი 2” -ის მიერ ფარული ჩანაწერების გავრცელებაზე გამოძიება დაიწყო

11 მაისი, 2014 • • 1224
“რუსთავი 2” -ის მიერ ფარული ჩანაწერების გავრცელებაზე გამოძიება დაიწყო

 მთავარი პროკურატურის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, გამოძიება კერძო კომუნიკაციის ჩანაწერის უკანონოდ მოპოვებისა და გავრცელების ფაქტზე დაიწყო:

 

 “2014  წლის 10 მაისს, ტელეკომპანია რუსთავის 2-ის ღამის ეთერით გამოქვეყნებული  კერძო საუბრების  ჩანაწერებთან დაკავშირებით, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ დაიწყო გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლის მესამე  ნაწილით, კერძო კომუნიკაციის ჩანაწერის უკანონოდ მოპოვებისა და გავრცელების ფაქტზე,” – აღნიშნულია განცხადებაში.

 

“რუსთავი 2”-ის  ეთერში გავიდა ნაწყვეტი პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილისა და უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივნის გიგა ბოკერიას საუბრიდან. ასევე სატელეფონო ჩანაწერი სადაც გიგა ბოკერია თავდაცვის მინისტრს, ირაკლი ალასანიას ესაუბრება, საკითხი პრეზიდენტის ავღანეთში ვიზიტს ეხება. კიდევ ერთი ჩანაწერი დავით უსუფაშვილსა და თბილისის ყოფილ მერს გიგი უგულავას შორის საუბარს ეხებოდა.

 

გარდა ამისა ნაწყვეტები პარლამენტარ დავით საგანელიძისა და თბილისის დინამოს პრეზიდენტის რომან ფიფიას სატელეფონო საუბრებიდან. ასევე რამდენიმე პარლამენტარისა და ბიზნესმენის სატელეფონო საუბრებიდან.

პროკურატურა
პროკურატურა

მასალების გადაბეჭდვის წესი