ახალი ამბები

ნიკა გვარამია დამატებითი დაკითხვისთვის პროკურატურაში დაიბარეს

10 მაისი, 2014 • • 1871
ნიკა გვარამია დამატებითი დაკითხვისთვის პროკურატურაში დაიბარეს

პროკურატურის წარმომადგენელმა გვარამიას განუცხადა, რომ გუშინ, 9 მაისს, მის მიერ გამართულ ბრიფინგზე საჯაროდ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით პროკურატურას დამატებითი კითხვები აქვს:

 

“საქმე შეეხება კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევის ფაქტს, დაბარებული ხართ დღის 12:00 საათზე. იგივე საქმესთან დამატებითი კითხვები იქნება თქვენს მიერ საჯაროდ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, იქ იყო დამატებითი გარემოებები თქვენს მიერ ნახსენები”, – განუცხადა პროკურატურის წარმომადგენელმა გვარამიას.

 

ნიკა გვარამიამ პროკურატურის წარმომადგენელს განუცხადა, რომ დაკითხვაზე ხვალ მივა.

 

ნიკოლოზ გვარამია
ნიკოლოზ გვარამია

მასალების გადაბეჭდვის წესი