ახალი ამბები

უსუფაშვილი: შესაძლოა “რუსთავის 2”-ის შემთხვევა ჩვენთვის გაკვეთილი იყოს

10 მაისი, 2014 • • 1128
უსუფაშვილი: შესაძლოა “რუსთავის 2”-ის შემთხვევა ჩვენთვის გაკვეთილი იყოს

გადაცემის წამყვანის, ინგა გრიგოლიას კითხვაზე, გრძელდება თუ არა მოსმენები, უსუფაშვილმა უპასუხა, რომ ახლა მას მთელი საქართველო უსმენს, ხოლო უკანონო მოსმენებს მთავრობა ებრძვის.

 

“ახლა გვისმენს მთელი საქართველო და ხარობს იმით, რომ ასეთი კარგი გუნდი მოდის ადგილობრივ ხელისუფლებაში. რაც შეეხება უკანონო მოსმენებს, ამას უნდა ვებრძოლოთ და ვებრძვით. ეს ხელისუფლება შეებრძოლა იმ უკიდურესად გავრცელებულ მანკიერ პრაქტიკას, არ ვიცი, შესაძლოა ამ წუთში დარჩენილია რამე ძველი ხელისუფლების მხრიდან. ამას სჭირდება მოვლა ინფრასტრუქტურის დონეზე და შესაძლოა “რუსთავი 2”-ის მაგალითი იყოს გაკვეთილი ჩვენთვის და ეს კამპანიაც დავიწყოთ: შევამოწმოთ ყველაფერი. 

 

დავით უსუფაშვილი
დავით უსუფაშვილი

“ქალბატონმა ნადირაშვილმა ბრძანა, ჩემმა კოლეგამ, მან ზუსტად იცის, რომ ჩემს ოთახშიცაა ეს… აქედან მივმართავ, ოფისი ჩემი, კამერა თქვენი [რუსთავი 2-ის], ძიება ნადირაშვილის. რადგან მან იცის, რომ კამერა იქ არის დამონტაჟებული. მოდი, აღმოვაჩინოთ ყველაფერი და ყველაფერი დავადგინოთ. მე გთავაზობთ, გავაკეთოთ შემოწმების კამპანია”,- განაცხადა დავით უსუფაშვილმა. 

 

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, უკანონო მოსმენის წინააღმდეგ კანონპროექტზე მთავრობა, პარლამენტი და არასამთავრობო სექტორი წარმატებით თანამშრომლობს და უახლოეს დღეებში პარლამენტი კანონპროექტის საკომიტეტო განხილვას დაიწყებს. 

 

სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი 2″ის მენეჯმენტმა 6 მაისს განაცხადა, რომ ტელეკომპანიის ტოპმენეჯმენტზე ფარულ აუდიოვიზუალურ თვალთვალს ახორციელებდნენ. არხის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამაიამ თვალთვალზე პასუხისმგებლობა საქართველოს მთავრობას დააკისრა. 

 

რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ამბობს, რომ “რუსთავი 2”-ში აღმოჩენილი ფარული ვიდეოჩანაწერების ავტორი საქართველოს ხელისუფლებაა. 

მასალების გადაბეჭდვის წესი