ახალი ამბები

რით ემუქრება ბრაზილიის ახალი პრეზიდენტის გეგმები ამაზონის ჯუნგლებს

31 ოქტომბერი, 2018 • 3585
რით ემუქრება ბრაზილიის ახალი პრეზიდენტის გეგმები ამაზონის ჯუნგლებს

ბრაზილიის ახლად არჩეული ულტრამემარჯვენე პრეზიდენტი ჟაირ ბოლსონარო ქვეყნის აგროკულტურისა და გარემოს დაცვის სამინისტროების გაერთიანებას გეგმავს. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს. როგორც მედიასაშუალება წერს, ექსპერტების აზრით, სტრუქტურული ცვლილებები ამაზონის ჯუნგლებს საფრთხეს შეუქმნის.

ამ მოსაზრებას ის ფაქტი ამყარებს, რომ ბრაზილიის ახალი ლიდერი აგრობიზნესის სფეროს ლობისტების მიერაა მხარდაჭერილი.

გადაწყვეტილებას ტრაგიკულად აფასებს ბრაზილიის ყოფილი გარემოს დაცვის მინისტრიც. მარინა სილვას თქმით, ეს გადაწყვეტილება ბრაზილიას სერიოოზულ ზიანს მიაყენებს. სილვა მიიჩნევს, რომ საზღვარგარეთ ეს ქმედება გაგებული იქნება როგორც მესიჯი, რომ ბრაზილიაში აგრობიზნესი ტყეების განადგურების ხარჯზე არსებობს.

რატომ არის ამაზონის ჯუგნლები მნიშვნელოვანი? 

ამაზონის რეგიონი მსოფლიოში ყველაზე დიდი ტროპიკულ ჯუნგლებს მოიცავს. ამ ტერიტორიაზე იზრდება მცენარეები და ბინადრობენ ცხოველთა ჯიშები, რომლებიც ბოლომდე შესწავლილი ამ დრომდე არ არის.

რეგიონის უდიდესი ნაწილი, რამდენიმე მილიონი კვადრატული კილომეტრი, ბრაზილიის შემადგენლობაშია. ქვეყანაში 1965 წელს მიღებული კანონის შესაბამისად, მიწის მფლობელებმა საკუთრების გარკვეულ პროცენტზე ტყის მასივი უნდა შეინარჩუნონ. ეს მაჩვენებელი ბრაზილიის სხვადსხვა რეგიონში 20-დან 80%-მდე მერყეობს, ამაზონის რეგიონში კი ყველაზე მაღალია.

თუმცა გარემოს დაცვისა და ეკონომიკური გნავითარების წინააღმდეგობრივ მიდგომებზე ბრაზილიში დისკუსია მიმდინარეობს.

როგორია ახალი პრეზიდენტის ხედვა გარემოს დაცვის მიმართულებით?

63 წლის ჟაირ ბოლსონარო წინასაარჩევნო კამპანიის დროს ხშირად აცხადებდა, რომ ქვეყანას გაიყვანს 2015 წლის პარიზის შეთანხმებიდან, რომელიც კლიმატის ცვლილებას ეხება. მისი განცხადებით, ეს შეთანხმება რისკის ქვეშ აყენებს ბრაზილიის სუვერენიტეტს ამაზონის რეგიონზე.

ბოლსონაროს თქმით, გაერთიანებული სამინისტროების ხელმძღვანელი სამეწარმეო სექტორიდან იქნება, რასაც მწვანე აქტივისტების კრიტიკა მოჰყვა.

ბრაზილიაში ულტრამემარჯვენე, რასისტი პრეზიდენტი აირჩიეს

მასალების გადაბეჭდვის წესი