ახალი ამბები

ბრაზილიაში თვითმფრინავი ჩამოვარდა – ბორტზე მყოფი 61-ვე მგზავრი დაიღუპა

10 აგვისტო, 2024 •
ბრაზილიაში თვითმფრინავი ჩამოვარდა – ბორტზე მყოფი 61-ვე მგზავრი დაიღუპა

ბრაზილიაში, სან-პაულუს შტატში თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად ბორტზე მყოფი 61-ვე მგზავრი დაიღუპა. მათგან 57 იყო მგზავრი, 4 კი ეკიპაჟს წევრი.

თვითმფრინავი დასახლებულ ტერიტორიაზე ჩამოვარდა. დაინგრა და დაიწვა შენობები და სხვა ინფრასტრუქტურა, თუმცა, ადგილზე არავინ დაშავებულა.

თვითმფრინავი ეკუთვნოდა ადგილობრივ ავიაკომპანია Voepass, რომელიც ქვეყნის მასშტაბით რეგიონულ ფერენბს ახორციელებს. იგი ქვეყნის სამხრეთით მდებარე პარანას შტატიდან, კასკაველიდან აფრინდა და პან-პაულუში მდებარე გუარულიოს აეროპორტისკენ მიემართებოდა.

ადგილზე მობილიზებულები არიან პოლიცია და სამაშველო ბრიგადები. ამ დროისთვის მიმდინარეობს საგამოძებო მოქმედებები. ავიაკატასტროფის მიზეზები და სხვა დეტალები მხოლოდ გამოძიების დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.

ბრაზილიის პრეზიდენტმა, ლუის ინასიო ლულა და სილვამ ქვეყანაში 3-დღიანი გლოვა გამოაცხადა.

მასალების გადაბეჭდვის წესი