ახალი ამბები

გვარამია: ხელისუფლებას მის მიერ ჩაწერილი მაღალჩინოსნების ფარულ ჩანაწერებს მოვასმენინებთ

9 მაისი, 2014 • • 1030
გვარამია: ხელისუფლებას მის მიერ ჩაწერილი მაღალჩინოსნების ფარულ ჩანაწერებს მოვასმენინებთ

ნიკა გვარამაია დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოს მთავრობას დაემუქრა, რომ ტელეკომპანია გაავრცელებს ხელისუფლების მაღალჩინოსნების ფარული მიყურადებით მოპოვებულ ჩანაწერებს. 

 

“პროკურატურა თავისი განცხადებებით ადასტურებს, რომ სწორედ საქართველოს ხელისუფლება არის ავტორი ჩვენთან ფარული ჩანაწერების და მიყურადების. ხელისუფლებას პირობას ვაძლევ, პროკურატურაში ვინც კერავს ამ საქმეს, ხელისუფლებაში ვინც ამ საქმეების შეკერვით არის დაკავებული, იმათაც და შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებით. როგორც ერთი ჩემი მეგობარი შეგპირდათ, ჯოჯოხეთს მოგიწყობთ. ყველაფერი გამოაშკარავდება თავის დროზე, ამაზე უარესი ამბების გამოაშკარავებასაც გპირდებით და მერე რას მოიფიქრებთ, თქვენი საკუთარი მაღალჩინოსნები რომ გყავთ ჩაწერილი და მათ რომ უსმენთ, იმას რომ მოგასმენინებთ, მერე მაინტერესებს ძალიან. ესეც ჩვენ დავამონტაჟეთ, ესეც ჩვენ გადავიღეთ და ესეც ჩვენ მოვისმინეთ? ეს შეკითხვები იქნება დასმული და ველოდები ამ შეკითხვებზე უახლოეს დღეებში პასუხს”,- განაცხადა გვარამიამ. 

 

გვარამია
გვარამია

პროკურატურამ “რუსთავი 2”–ში შესაძლო უკანონო თვალთვალზე ინფორმაცია გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა თეიმურაზ კოვზიაშვილმა გამოძიებას მისცა ჩვენება და მიაწოდა ტელეკომპანიაში არსებული უსაფრთხოების სათვალთვალო კამერების 2012 წლის 21 დეკემბრის ჩანაწერები, სადაც ჩანს, რომ 2012 წლის 21 დეკემბერს ტელეკომპანიაში იმყოფებოდნენ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დაქვემდებარებაში არსებული სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლები, რომლებიც გარკვეულ სპეციალური აპარატურის გამოყენებით აწარმოებდნენ ტექნიკურ სამუშაოებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი