ახალი ამბები

NDI-ს კვლევა: “ქართული ოცნების” მუშაობით კმაყოფილთა რაოდენობა ორჯერ შემცირდა

8 მაისი, 2014 • • 1301
NDI-ს კვლევა: “ქართული ოცნების” მუშაობით კმაყოფილთა რაოდენობა ორჯერ შემცირდა

კითხვაზე, თუ რომლის საქმიანობას აფასებთ ყველაზე დადებითად, გამოკითხულთა 61% ჯარს მიიჩნევს. ჯარს მოსდევს პოლიცია 51%-ით, რომლის რეიტინგი 2013 წლის ნოემბრის შემდეგ 11%-ით დაეცა. 

 

ძალოვანი სტრუქტურების შემდეგ მოდის ცესკო, რომლის მუშობასაც დადებითად აფასებს გამოკითხულთა 22%, ცესკოს რეტინგი წინა წლის ნოემბერტან შედარებით ასევე დაეცა, მისი მაჩვენებელი წინა კვლევის მიხედვით 37% იყო. 

 

რაც შეეხება “ქართული ოცნების” რეიტინგს, 2014 წლის აპრილში მის მუშოაობას დადებითად აფასებს 25%, ხოლო 2013 წლის ნოემბერში მის საქმინობას დადებითად აფასებდა ორჯერ მეტი, გამკითხულთა 50%. 

 

NDI;: აპრილის კვლევა/როგორ შეაფასებდით ქვემოთ ჩამოთვლილი მინისტრების საქმიანობას?
NDI;: აპრილის კვლევა/როგორ შეაფასებდით ქვემოთ ჩამოთვლილი მინისტრების საქმიანობას?

ირაკლი ალასანიას მუშაობით კმაყოფილია გამოკითხულთა 44%, რომელიც რეიტინგის სათავეშია. მას მოსდევს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი (34%), ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო (32%), საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე (31%) და ენერგეტიკის მინსიტრი კახა კალაძე (31%). 

 

მინისტრების რეიტინგი მათი საქმიანობის შეფასების მიხედვით 2013 წლის ნოემბრის შემდეგ კლებისკენაა მიმართული. განსაკუთრებით დაიკლო თეა წულუკიანის (12%), განათლებისა და მეცნიერების მინისტრის თამარ სანიკისა (10%) და სასჯელაღსრულების მინისტრის სოზარ სუბარის (11%) რეიტინგმა. 

 

ხოლო გამოკითხულთა 16% უარყოფითად აფასებს სოზარ სუბარის  და ენერგეტიკის მინსიტრის კახა კალაძის საქმიანობას (14%).

 

NDI;: აპრილის კვლევა/როგორ შეაფასებდით ქვემოთ ჩამოთვლილთა საქმიანობას?
NDI;: აპრილის კვლევა/როგორ შეაფასებდით ქვემოთ ჩამოთვლილთა საქმიანობას?

NDI-მ საზოგადოებრივი აზრის კვლევის პოლიტიკური ნაწილის პრეზენტაცია დღეს, სასტუმრო “შერატონ მეტეხი პალასში” გამართა. 

 

NDI-ს დაკვეთით საზოგადოებრივი აზრის კვლევა 2014 წლის 26 მარტიდან 18 აპრილის ჩათვლით ჩატარდა. კვლევა ჩაატრა CRRC საქართველომ. კვლევის ფარგლებში გამოიკითხა 4 ათასამდე ქართულენოვანი მოქალაქე მთელი საქართველოს მასშტაბით. კვლევაში გამოიკითხა ქალქისა და სოფლის მოსახლეობა. კვლევის საშუალო ცდომილება არის 2.1%

მასალების გადაბეჭდვის წესი