“ნატოსა და საქართველოს შორის შემდგომი თანამშრომლობის განვითარებას ჩვენ მხარს ვუჭერთ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. დარწმუნებული ვარ, კიდევ არსებობს სხვა გზაც, რომელიც ჩვენ საქართველოში უსაფრთხოების გაძლიერებამდე მიგვიყვანს: ეს არის საერთაშორისო მშვიდობის გაძლიერება, რაც საქართველოსაც წაადგება. დეტალებს მე ვერ ჩავუღრმავდები, მაგრამ, რა თქმა უნდა, ნატოს მომავალი სამიტი, ალბათ, იქნება საკმაოდ ხელშეწმყობი გარემოება იმისთვის, რომ საქართველომ ამ გზაზე წინ წაიწიოს”, – განაცხადა ჰეიგმა. როგორც ცნობილია, სექტემბერში ნატოს სამიტის მასპინძელი დიდი ბრიტანეთი იქნება კარდიფში.

 

უილიამ ჰეიგი, დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი
უილიამ ჰეიგი, დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

 

დღეს, 8 მაისს გამართულ პრესკონფერენციაზე ჰეიგს შეკითხვა საქართველოს თავდაცვის მინისტრ ირაკლი ალასანიას განცხადებაზე დაუვეს, რომლის მიხედვითაც ნატომ საქართველოში საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობები უნდა განათავსოს. ამ კითხვას მაია ფანჯიკიძემაც უპასუხა:

 

“ეს არის საკითხი, რომელიც იდეის დონეზე გაჟღერდა, რომელსაც ყურადღებით მოეკიდნენ ნატოს წევრი ქვეყნები, და ამ თემაზე დისკუსია და საუბარი გაგრძელდება, მაგრამ კონკრეტული არც არაფერი ყოფილა შეთავზებული და არც გადაწყვეტილებაა მიღებული”, – აღნიშნა ფანჯიკიძემ. 

 

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ 1 მაისს ვაშინგონში განაცხადა, რომ დასავლეთმა უნდა შესთავაზოს ასპირანტ ქვეყნებს NATO–ს წევრობა და საქართველოში საჰაერო თავდაცვითი შესაძლებლობები განათავსოს.  

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *