ახალი ამბები

31-ე ბატალიონის მეოთხე ნაკადი სამშობლოში დაბრუნდა

7 მაისი, 2014 • • 971
31-ე ბატალიონის მეოთხე ნაკადი სამშობლოში დაბრუნდა

მესამე ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონის 150 სამხედრო მოსამსახურეს დღეს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, პოლკოვნიკი გიორგი კბილცეცხლაშვილი, შეიარაღებული ძალების მთავარი სერჟანტი ალუდა კოპალიანი და სახმელეთო ძალების დასავლეთ ოპერატიული დაჯგუფების სარდალი, პოლკოვნიკი ბესიკ გოფოძე ალექსეევკის აეროპორტში დახვდნენ.

31–ე  ბატალიონის მეოთხე ნაკადი სამშობლოში დაბრუნდა
31–ე ბატალიონის მეოთხე ნაკადი სამშობლოში დაბრუნდა

 

სამხედროებს საქართველოში დაბრუნება და ISAF-ის მისიის წარმატებით განხორციელება, ასევე, მიულოცეს მესამე ქვეითი ბრიგადის მეთაურმა ვიცე-პოლკოვნიკმა მალხაზ მერლანმა და და გენერალური შტაბის სხვა ხელმძღვანელმა პირებმა.

 

31-ე ბატალიონის სამხედროებმა ISAF-ის მისია აშშ-ის საზღვაო ქვეითების დაქვემდებარებაში ჰელმანდის პროვინციაში შეასრულეს. ბატალიონის მთავარი ამოცანა ოპერაციის რაიონში ამბოხებულთა ძალების გაუვნებელყოფა, ადგილობრივი მთავრობისა და ეროვნული უსაფრთხოების ძალების განვითარების მხარდაჭერა და უსაფრთხოების ზონების კონტროლი იყო. მესამე ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეები ავღანეთში როტაციის წესით მეორე ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონმა ჩაანაცვლა.

 

რამდენიმე კვირაში 31-ე ბატალიონის სამხედროები სამშობლოში სრულად დაბრუნდებიან.

მასალების გადაბეჭდვის წესი