28 ოქტომბერს გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში პრეზიდენტობის კანდიდატმა მიხეილ [გელა] სალუაშვილმა 2957 ხმა მიიღო.
ეს ცესკოს წინასწარი მონაცემია, რომელიც საარჩევნო უბნების 98.89% შედეგებს ასახავს.
მიხეილ [გელა] სალუაშვილი, რომელიც პარტიის “სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე” პრეზიდენტობის კანდიდატია, 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებშიც იღებდა მონაწილეობას. მაშინ 1376 ხმა მიიღო.
2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მან უფრო მეტი ხმა მიიღო, ვიდრე აკაკი ასათიანმა – ტრადიციონალისტთა კავშირის პრეზიდენტობის კანდიდატმა.
პრეზიდენტის არჩევნები საქართველოში 28 ოქტომბერს გაიმართა. ცესკოს წინასწარი შედეგებით არცევნების მეორე ტური უნდა გაიმართოს.