პრეზიდენტობის კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა პარიზში გახსნილ საარჩევნო უბანში არჩევნები გრიგოლ ვაშაძესთან წააგო.
საზღვარგარეთის #40 საარჩევნო უბანში სალომე ზურაბიშვილმა 35 ხმა მიიღო, გრიგოლ ვაშაძემ კი- 41.
22 ხმა მიიღო “ევროპული საქართველოს” კანდიდატმა დავით ბაქრაძემ, 16 ხმა- “გირჩის” ზურაბ ჯაფარიძემ, 12 ხმა კი- დავით უსუფაშვილმა.
28 ოქტომბერს საქართველოში პრეზიდენტის არჩევნები ჩატარდა. ცესკოს წინასწარი შედეგებით პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტური გაიმართება, რადგანაც ხმების 50% ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ დააგროვა.
კანდიდატების წინასწარი შედეგები კი ნახეთ აქ.