საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნების პირველადი მონაცემების მიხედვით, 50%-იან ბარიერს ვერც ერთი კანდიდატი ლახავს. თუ ეს მონაცემი შენარჩუნდა, ქვეყანაში არჩევნების მეორე ტური ჩატარდება.
პირველი ტურის შედეგების შეჯამებისათვის კანონმდებლობით 20 დღეა გამოყოფილი. არჩევნების მეორე ტური იმართება პირველი ტურის მონაცემების ოფიციალურად გამოცხადებიდან, ესე იგი 20-დღიანი ვადის ამოწურვიდან ორი კვირის თავზე.
მეორე ტურში მონაწილეობს ორი კანდიდატი, რომელთაც არჩევნების პირველ რაუნდში ყველაზე მეტი ხმა მოაგროვეს.
“ცესკოს” წინასწარი მონაცემების მიხედვით, ლიდერობს “ქართული ოცნების” მიერ მხარდაჭერილი დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი, მას კი მცირედი განსხვავებით მოსდევს გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე.
ზურაბიშვილი – 38.63%; ვაშაძე – 37.74% – დათვლილია უბნების 99.95% – ცესკოს წინასწარი შედეგები