“დღევანდელი მდგომარეობით, დღევანდელ ვითარებაში ძალიან ადვილი გახდა კერძო ცხოვრების და პირადი საიდუმლოების დარღვევა, როგორც სახელმწიფოს, ისე კომპანიების მხრიდან. ამიტომ ჩვენ გადამჭრელი ზომები უნდა მივიღოთ საკანონმდებლო დონეზეც და ადმინისტრაციულ დონეზეც”, – განაცხადა უსუფაშვილმა.

 

რაც შეეხება უშუალოდ რუსთავი 2–ის საქმეს, მისი თქმით, “გასარკვევია ეს ძველი დროიდან მოყოლებული პრობლემაა, თუ სხვა რამესთან გვაქვს საქმე”.


სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის განცხადებით, ტელეკომპანიის ტოპმენეჯმენტზე ფარულ აუდიოვიზუალურ თვალთვალს ახორციელებდნენ. არხის გენერალურის დირექტორის ნიკა გვარამიას თქმით, რამდენიმე დღის წინ შსს-დან გამოჟონა ინფორმაციამ და მათ მიაწოდეს ვიდეომასალა, სადაც დაფიქსირებულია მისი და მისი მოადგილის – ნინო შუბლაძის აუდიოვიზუალური ჩანაწერი. მასალა მოიცავს 2 ფაილს – ერთი არის ერთსაათიანი ქრონომეტრაჟის და მეორე – 15-წუთიანი. გვარამიას თქმით, წარმოდგენილი მასალები 2013 წლის ივნისშია ჩაწერილი. მისივე განცხადებით, წყარომ, რომლის ვინაობასაც არ ამხელენ, მაგრამ აკონკრეტებენ, რომ იგი მომდინარეობს შსს-დან, ინფორმაცია მიაწოდა, რომ არსებობს 100-მდე ფაილი, რომელიც არა მხოლოდ “რუსთავი 2”-შია ჩაწერილი.


დავით უსუფაშვილი
დავით უსუფაშვილი

 

 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *