ახალი ამბები

ინციდენტი ახალქალაქის სოფელ ბეჟანოს საარჩევნო უბანზე – შსს-მ გამოძიება დაიწყო

28 ოქტომბერი, 2018 • 1337
ინციდენტი ახალქალაქის სოფელ ბეჟანოს საარჩევნო უბანზე – შსს-მ გამოძიება დაიწყო

ახალქალაქის #46 საარჩევნო უბანზე, სოფელ ბეჟანოში, ინციდენტი მოხდა. ვიდეოკადრებში ჩანს, როგორ აგდებინებს მობილურ ტელეფონს საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე რუბიკ ეგუნიანი დამკვირვებელს.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მომხდარზე გამოძახება 112-ში არ შესულა, თუმცა მედიაში გავრცელებული კადრების საფუძველზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლი კოდექსი 187-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას გულისხმობს.

ძალადობა საარჩევნო უბანზე ახალქალაქის #46 საარჩევნო უბანზე სოფელ ბეჟანოში.

ძალადობა საარჩევნო უბანზე ახალქალაქის #46 საარჩევნო უბანზე სოფელ ბეჟანოში. "ნეტგაზეთი" დეტალების გარკვევას ცდილობს.

Posted by netgazeti.ge on Sunday, 28 October 2018

მასალების გადაბეჭდვის წესი