ახალი ამბები

ფილიპ დიმიტროვი ამბობს, რომ “ეს შენ გეხებას” კამპანიას მხარს უჭერს

6 მაისი, 2014 • • 1014
ფილიპ დიმიტროვი ამბობს, რომ “ეს შენ გეხებას” კამპანიას მხარს უჭერს

 

“ჩვენ მათ მხარს ვუჭერთ და ვუჭერდით მას შემდეგ, რაც ეს კამპანია დაიწყო. ეს საკმაოდ დიდი ხანია”, – აღნიშნა ელჩმა.

 

კამპანია “ეს შენ გეხება” არასამთავრობო ორგანიზაციებმა რამდენიმე თვის წინ განაახლეს. ისინი პარლამენტს მოუწოდებენ, რომ მხარი დაუჭირონ იურიდიული კომიტეტის მიერ საკანონმდებლო ორგანოში ინიცირებულ საკანონმდებლო ცვლილებებს, რომლის ავტორებიც ჟურნალისტები, ლაშა ტუღუში და ზვიად ქორიძე, ასევე, უმრავლესობის წევრი, დეპუტატი შალვა შავგულიძე და იურისტი ლიკა საჯაია არიან. ეს საკანონმდებლო ცვლილებები ფარული საგამოძიებო მოქმედებების პროცესში სამართალდამცავ უწყებებზე კონტროლის მექანიზმების ჩამოყალიბებას ითვალისიწნებს, თუმცა ინიცირებულ ცვლილებებთან დაკავშირებით გარკვეული შენიშვნები აქვს მთავრობას. პრემიერ–მინისტრმა ამ აქტივობას ანტისახელმწიფოებრივი და ძირგამომთხრელიც უწოდა.

 

‘მე ამაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ”, – ამბობს დიმიტროვი ღარიბაშვილის განცხადების კომენტირებისას.

 

ფილიპ დიმიტროვი/ ფოტო: ნეტაგზეთი
ფილიპ დიმიტროვი/ ფოტო: ნეტაგზეთი

 

მასალების გადაბეჭდვის წესი