ახალი ამბები

გიორგი პერტაია: საქართველო–თურქეთის ბიზნესფორუმში 80 კომპანია მონაწილეობს

6 მაისი, 2014 • • 989
გიორგი პერტაია: საქართველო–თურქეთის ბიზნესფორუმში 80 კომპანია მონაწილეობს

ფორუმზე საქართველოს პრემიერ–მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს და თურქეთის პრეზიდენტ აბდულა გიულს ელოდებიან.


საქართველოს საინვესტიციო სააგენტოს ხელმძღვანელის გიორგი პერტაიას შეფასებით, აღნიშნულ ბიზენესფორუმს საკმაოდ დიდი მნიშვნელობა აქვს:


“როგორც მოგეხსენებათ, დღეს თბილისში იმართება სამიტი. ეს არის ძალიან მაღალი დონის სამიტი, რომელშიც პრეზიდენტები მონაწილეობენ. ეს ქმნის ძალიან კარგ გარემოს იმისთვის, რომ ბიზნესმენებმა ერთმანეთში ილაპარაკონ და ნებისმიერ საკითხზე შეთანხმდნენ. ამისათვის გადავწყვიტეთ, რომ გაკეთებულიყო ბიზნეს–ფორუმი, სადაც ცოტა ხანში შემოგვიერთდებიან საქართველოს პრემიერ–მინისტრი და თურქეთის პრეზიდენტი. ვფიქრობ, ეს არის ძალიან კარგი საშუალება ნებისმიერი ბიზნესმენისთვის, თავისი პროეტი წარუდგინოს მეორე მხარეს, რისი საშუალებაც უკვე საღამოს იქნება. თურქეთის მხრიდან საკმაოდ საინტერესო შემოთავაზებებია. განსაკუთრებით- ენერგეტიკის სფეროში, ტურიზმის სფეროში და სოფლის მეურნეობის სექტორში. ყველაზე მთავარია ის, რომ სწორი ინფორმაცია მივაწოდოთ თურქ ინვესტორებს, თუ რა ხდება ქვეყანაში და რა პრეფერენციები არსებობს ბიზნესსაკითხებთან დაკავშირებით.”

საინვესტიცო სააგენტოს ხელმძღვანელი გიორგი პერტაია
საინვესტიცო სააგენტოს ხელმძღვანელი გიორგი პერტაია

გიორგი პერტაიას ინფორმაციით, საქართველო–თურქეთის ბიზნესფორუმში  თურქეთის მხრიდან 80 კომპანიის წარმომადგენელი მონაწილეობს.

 

დღეს საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში “თბილისის სამიტი 2014” გაიხსნა, რომელშიც თურქეთის და აზერბაიჯანის პრეზიდენტები მონაწილეობენ.


 

მასალების გადაბეჭდვის წესი