ახალი ამბები

დაპირისპირება ნინოწმინდის საარჩევნო უბანზე

28 ოქტომბერი, 2018 • 1031
დაპირისპირება ნინოწმინდის საარჩევნო უბანზე

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის 26-ე საარჩევნო უბანზე დაპირისპირება მოხდა “ძალა ერთობაშიას” წარმომადგენელსა და  კომისიის წევრებს შორის.

ლია გუჯეჯიანი კომისიას საარჩევნო  პროცედურის დარღვევაში ადანაშაულებს. ის ირწმუნება, რომ  ერთ-ერთმა ამომრჩეველმა დღეს უბანზე მეორედ მისცა ხმას. გარდა ამისა, როგორც ის ამბობს, დილიდან სხვა პროცედურული დარღვევებიც დააფიქსირდა.

კომისიის დანარჩენი წევრები ლია გუჯეჯიანს პროვოკაციის მოწყობაში ადანაშაულებენ.

ინციდენტზე  საჩივარი დაწერა სადამკვრვებლო ორგანიზაცია “მრავალეროვანმა საქართველომ”. 

დღეს, 28 ოქტომბერს საქართველოში პრეზიდენტის არჩევნები იმართება.

მასალების გადაბეჭდვის წესი